ისარგებლე 50%-იანი ფასდაკლებით აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში!
„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ 50%-იანი ფასდაკლებით მუზეუმის სტანდარტულ ბილეთზე. ბარათის წარდგენის შემთხვევაში ბილეთის ნახევარ ფასს გადაიხდი ადგილზე.
ფასდაკლება ვრცელდება მუზეუმის მუდმივ და დროებით გამოფენებზე — ანუ ყველა იმ სივრცეზე, რომელიც ვიზიტის დღეს გახსნილია.
ბარათით სარგებლობა შესაძლებელია მუზეუმის სამუშაო დღეებსა და საათებში, დღის ნებისმიერ დროს, დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი ვიზიტორისთვის. სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ ადგილზე ვიზიტით და ბარათის წარდგენით.
📍 მისამართი: გ. ცაბაძის ქ. 6, 0112 თბილისი, საქართველო
🕒 სამუშაო საათები: სამშაბათი - შაბათი 11:00 - 18:00
📞 საკონტაქტო: +995 322 340 967; +995 322 340 963
📧 ელფოსტა: [email protected]
🌐 დამატებითი ინფორმაცია: www.silkmuseum.ge
.webp&w=3840&q=75)