ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით თელავის ისტორიულ მუზეუმში
„ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ წარდგენის შემთხვევაში ბილეთის ღირებულება 7 ლარის ნაცვლად იქნება 3 ლარი.
ფასდაკლება ვრცელდება მუზეუმის დასათვალიერებელ სივრცეზე, მათ შორის:
• გამოფენებისა და ექსპოზიციების მონახულება
• სამეფო არქივის, მეფის სასახლისა და ეკლესიების დათვალიერება
• სამხატვრო გალერეის ექსპოზიციები
• საგანმანათლებლო და ინკლუზიური პროგრამების ნაწილები
ბარათის მფლობელს შეუძლია ფასდაკლებით სარგებლობა მრავალჯერადად.
წინასწარი ჯავშანი საჭირო არ არის.
📍ფასდაკლების მისაღებად საჭიროა ადგილზე, ბილეთის შეძენისას "ევროპული ახალგაზრდული ბარათის" წარდგენა
მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, გარდა ორშაბათისა და ოფიციალური დღესასწაულებისა.
სამუშაო საათებია 10:00–17:30, ხოლო ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:00 საათზე.
🕒 სამუშაო საათები: სამშაბათი–კვირა 10:00–17:30
🌐 ვებგვერდი: telavisistoriulimuzeumi.ge