imageimage
image

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“

საქართველოში თანამედროვე ბალეტის განვითარებისათვის

თბილისის თანამედროვე ბალეტის შესახებ

 

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პირველი თანამედროვე ბალეტის დასია საქართველოში, რომელიც 2016 წელს ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის ხელმძღვანელობით თბილისის მერიის მიერ დაარსდა. 

 

თბილისის ნოვატორული, თანამედროვე ბალეტის დასი დიდი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის სახელს ატარებს და განსხვავებული ხარისხით, ესთეტიკით, თანამედროვე ფორმების ძიებით, მხატვრული ხედვითა და საავტორო რეპერტუარით გამოირჩევა.


გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ გამორჩეულობას დასის დირექტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის განსაკუთრებული იდეები, რამდენიმე სფეროში ღრმა ცოდნა და მარიამ ალექსიძის მხატვრული ხედვა განაპირობებს - შეინარჩუნოს ქართული ქორეოგრაფიისათვის დამახასიათებელი უნიკალური სტილი და ახლებურად, თანამედროვედ წარმოაჩინოს.

 

დასის შემადგენლობა გამორჩეულად ინდივიდუალური, განსაკუთრებული თვისებების, გარეგნული მონაცემებისა და ტექნიკური შესაძლებლობების
მქონე მოცეკვავეებისგან შედგება. 2016 წლიდან მარიამ ალექსიძე დასისთვის საავტორო სპექტაკლებს დგამს და ორიგინალურ რეპერტუარს ქმნის.

 

დასისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გიორგი ალექსიძის
ქორეოგრაფიის აღდგენისა და გაცოცხლების საქმე. თანამედროვე დასის მიზანია დარგის განვითარება და პოპულარიზაცია. საგანმანათლებლო მიმართულება მოიცავს ვორკშოპების, მასტერკლასების, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების შექმნასა და დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით გამორჩეული ლექციების ჩატარებას.

 

დასი მუდმივად მოგზაურობს საგასტროლოდ საქართველოს რეგიონებსა და უცხოეთში. ინიციატორია არაერთი საერთაშორისო თანამშრომლობისა.
მარიამ ალექსიძეს და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტს“ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში თანამედროვე ქორეოგრაფიის და ცეკვის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

image
თბილისის თანამედროვე ბალეტი
address

მისამართი

საქართველო, თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, დავით აღმაშენებლის გამზირი, N 103
phone

ტელეფონის ნომერი

11:00 – 18:00599 895 451
mail

ელ-ფოსტა

[email protected]