imageimageimage
image

ავერსი ფარმა

გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

ავერსი ერთ-ერთი გამორჩეული სააფთიაქო ქსელია საქართველოში, რომელიც 1994 წლიდან ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპი უწყვეტი განვითარება, ხარისხიანი მომსახურება და მომხმარებელზე ზრუნვაა. 

 

ავერსის აფთიაქების მისიაა ადამიანებს გაუმარტივოს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქსელის გაფართოება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, პროდუქციისა და სერვისების ფართო ხელმისაწვდომობა და მომხმარებლისთვის საჭირო პროდუქტის კომფორტულად მიღების შესაძლებლობა.

 

ავერსის აფთიაქებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომსახურების ხარისხს, ფარმაცევტების პროფესიულ განვითარებასა და მომხმარებლის ინფორმირებულობას.

ქსელი მომხმარებელს სთავაზობს მედიკამენტებისა და ფარმაცევტული პროდუქციის ფართო არჩევანს, ასევე თავის მოვლის საშუალებების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რათა თითოეულმა მომხმარებელმა ერთ სივრცეში მიიღოს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული საჭირო პროდუქტები.

 

„ავერსი“ არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომელთა უმრავლესობა ეროვნული მნიშვნელობისაა. კომპანია დაარსების დღიდან ზრუნავს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარებზე და უწყვეტად ამარაგებს მათ საჭირო მედიკამენტებით. 

image
ავერსი
address

მისამართი

დ.აღმაშენებლის გამზ. 148 ა
phone

ტელეფონის ნომერი

09:00 - 18:00032 2 900 800
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
instagram logofacebook logotiktok logo