.webp&w=3840&q=75)
ქართულ - ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
ქართულ-ებრაულ 26 საუკუნოვანი მეგობრობის ისტორიადავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ სივრცეს, რომელიც სტუმრებს 26-საუკუნოვანი მეგობრობის, თანაცხოვრებისა და საერთო ისტორიული განვითარების გზას აცნობს. მუზეუმის მისიაა საქართველოს ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობის კვლევა, დაცვა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მისი პოპულარიზაცია.
მუზეუმის ექსპოზიციები სტუმრებს სთავაზობს როგორც ეთნოგრაფიულ, რელიგიურ და ისტორიულ ნიმუშებს, ასევე ქართულ-ებრაული ურთიერთობის განვითარების მნიშვნელოვან მომენტებს.
დავით ბააზოვის მუზეუმი მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბანში და ქმნის მშვიდ, განათლებაზე ორიენტირებულ გარემოს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმართათვის.
📍 მისამართი: თბილისი, ანტონ კათალიკოსის ქ. #3
დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ერაბელთა და ქართულ - ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
მისამართი
თბილისი; ანტონ კათალიკოსის ქ. N3
ელ-ფოსტა