imageimageimage
image

ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის დელფინარიუმი დაარსდა 1975 წელს, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში, ქვეყანაში განვითარებული მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გამო, შეწყვიტა ფუნქციონირება.  თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ,  ქალაქ ბათუმის მერიის ინიციატივით და საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, გაიხსნა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე და ინფრასტრუქტურაზე  გათვლილი   დელფინარიუმი. 


ბათუმის დელფინარიუმის ტექნიკური ინფრასტრუქტურა გათვალისწინებულია, ზღვის ძუძუმწოვრების მოვლისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელ პირობებზე: მათ შორის წყლის ხარისხზე, ტემპერატურის  კონტროლზე, ფილტრაციასა და გაწმედით სისტემებზე.

ვეტერინარული მეთვალყურეობისა და ცხოველთა სახეობრივი თავისებურებების  მოვლა, სრულ თანხვედრაშია ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ძირითად პრინციპებთან, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, ცხოველთა ფიზიკურ ჯანმრთელობას, სოციალურ ურთიერთობებს,  ბუნებრივი ქცევის გამოვლენის შესაძლებლობას და გარემოს კეთილდღეობას.

 

დელფინარიუმში იმართება შემეცნებით-საგანმანათლებლო ელემენტებით დატვირთული სადემონსტრაციო წარმოდგენები, რომლებიც ვიზიტორებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნონ ზღვის ძუძუმწოვრების უნიკალურ ქცევით თავისებურებებსა და მათ როლს საზღვაო ეკოსისტემაში.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას, ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის გააზრებას და ბუნებრივი გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 
შემეცნებით-საგანმანათლებლო წარმოდგენების დემონსტრაციისთვის, დელფინარიუმის ამფითეატრი გათვლილია 887 ვიზიტორზე. ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. 

 


დღეისათვის, ბათუმის დელფინარიუმში ბინადრობს დელფინი აფალინა (Tursiops truncatus). აფალინები გამოირჩევიან მაღალგანვითარებული ინტელექტუალური და სოციალური უნარებით, სწავლისა და ურთიერთქმედების შესაძლებლობებით, რთული ქცევითი ფორმებით და მრავალფეროვანი აკუსტიკური კომუნიკაციით. 


მათთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ექოლოკაციის უნარი, ბგერითი სიგნალებით გარემოში ორიენტირება, განვითარებული სმენა, მხედველობა და შეხების მგრძნობელობა. ერთმანეთთან ურთიერთობისთვის იყენებენ სხვადასხვა სახის ხმოვან სიგნალსა და სხეულის მოძრაობებს. 


ბათუმის დელფინარუმის მთავარი მიზანია საზოგადოებას გააცნოს ეს   მაღაგანვითარებული, სოციალური და მგრძნობიარე ზღვის ძუძუმწოვრები. წარმოაჩინოს მათი უნიკალური ადგილი ბუნებრივ სამყაროში და ხელი შეუწყოს მათ მიმართ პატივისცემის, მზრუნველობისა და დაცვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ, დეფინარიუმის  გაცნობა, მათი ბუნებრივი გარემოს დაცვის მნიშვნელობის უკეთ გააზრების ერთ-ერთი გზაა. 

image
ბათუმის დელფინარიუმი
address

მისამართი

რუსთაველის ქუჩა 51
phone

ტელეფონის ნომერი

10:00 - 21:00+995 422 221730
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
instagram logofacebook logo