imageimageimage
image

სქილვილი

ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება

სქილვილი არის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მთავარი მიზანია პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი განათლებისა და პრაქტიკული უნარების მიწოდება.

 

კოლეჯი ახორციელებს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებს, რაც უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას და დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებას. 


სქილვილის კოლეჯი გამოირჩევა სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვით, რაც მოიცავს ინტერაქტიულ სწავლებას, ციფრულ პლატფორმებზე დაფუძნებულ სასწავლო მასალებს და პრაქტიკული უნარების განვითარებას რეალურ სამუშაო გარემოში. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რაც პროფესიულ სტუდენტებს/მსმენელს საშუალებას აძლევს მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება და გადადგან პირველი ნაბიჯები წარმატებული პროფესიული კარიერისკენ.

 

კოლეჯის ხედვაა — ავტონომიური საგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა, სადაც თითოეულ მსმენელს ექნება თანაბარი შესაძლებლობები საერთაშორისო შრომით ბაზარზე. SkillWill დანერგავს სწავლების თანამედროვე, ინტერაქტიულ და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც სასწავლო პროცესს პრაქტიკულ და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.

 

შეიტყვე მეტი სქილვილის შესახებ 👇🏻

 

🌐 ვებგვერდი: https://skillwill.edu.ge/
📘 Facebook: https://www.facebook.com/SkillwillCollege
📞 საკონტაქტო: 551 15 52 25
📧 [email protected]

image
სქილვილი
address

მისამართი

თბილისი; ნიკოფორე ირბახის ქ. N17
phone

ტელეფონის ნომერი

10:00 - 19:00+995 551 15 52 25
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
facebook logo