imageimageimage
image

სსიპ სმირნოვების მუზეუმი

XIX საუკუნის ევროპულ-ქართულ კულტურათა უნიკალური სალონური მემკვიდრეობა

„სმირნოვების მუზეუმი“ განთავსებულია ძველი თბილისის სოლოლაკის უბანში და ერთ-ერთია თბილისის მუზეუმებს შორის სადაც ასე მრავალფეროვნად არის წარმოდგენილი გასული, XVIII-XIX საუკუნეების, ევროპის (გერმანული, ფრანგული, რუსული, იტალიური, ქართული) მხატვრული კულტურის ნიმუშები.

 

სახლი, სადაც სმირნოვების სამმა თაობამ იცხოვრა, სომეხი ვაჭრისა და მეცენატის, იაგორ თამამშევის დაკვეთით, გერმანელი არქიტექტორის ოტო სიმონსონის პროექტით, 1859 წელს იქნა აგებული.

 

იშვიათია კოლექცია, სადაც ერთადაა თავმოყრილი ესოდენ განსხვავებული ხასიათის, მასალისა და დანიშნულების ექსპონატები. XIX- XX საუკუნეებში, სახლი, მის ბინადრებთან ერთად, ცნობილ ევროპელ, ქართველ და რუს საზოგადო მოღვაწეებს მასპინძლობდა, რომელთა შორისაც იყვნენ: ი. ჭავჭავაძე, დ. სარაჯიშვილი, პ. ჩაიკოვსკი, ი. აივაზოვსკი, ი, ნიკოლაძე, პ. მელიქიშვილი, ი. ჯავახიშვილი, ტ. ტაბიძე და სხვები.

 

მუზეუმში დაცულია XVIII-XIX სს. ალექსანდრა როსეტ-სმირნოვის სალონის დასავლეთ ევროპისა და რუსეთის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები, ქანდაკებები. ფ. ქ. ვინტერჰარტელის, ი. ზანკოვსკის, ა. რემის, ფ. ბაიკოვის, ი. პაევსკის, ა. აკოფიანის, ა. ნეიმანის, პ. დ. მიტრეიერის, ფ. კრიუგერის, თ. ჰორშელდტის, უ. ჰოგარტის და სხვათა ნამუშევრები.

 

ფაიფურის მწარმოებელი ცნობილი ქარხნების მიერ დამზადებული ჭურჭლის ნიმუშები (ლიმოჟის, გარნერის, ძმებ კორნილოვების, კუზნეცოვის, და სხვა) უძვირფასესი ავეჯი: გამბსი, ბაუერი, პიანინო - რომელზეც, სმირნოვების ოჯახში ვიზიტისას, უკრავდა პეტრე ჩაიკოვსკი და რუბინშტეინი.

 

მუზეუმის კოლექცია აღსანიშნია იშვიათი და უნიკალური გამოცემებით. ექსპოზიციაში შეხვდებით ძველ გამოცემებს ფრანგულ, იტალიურ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. განთავსებულია მართლმადიდებლური ხატების უძველესი და უნიკალური კოლექცია.

 

შეხვდებით მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ილია ჭავჭავაძის ბარათებს, მიწერილს კოლა ერისთავისადმი და სხვა. მუზეუმში, დღესაც იგრძნობა XIX საუკუნის ეპოქის სული. რომანტიკული ატმოსფერო და ძველი თბილისის მრავალეთნიკური ბუნებისთვის დამახასიათებელი ულამაზესი კულტურების სინთეზი.

image
სმირნოვების მუზეუმი
address

მისამართი

გალაკტიონ ტაბიძის ქ. N20
phone

ტელეფონის ნომერი

10:00 - 17:00+995599703681
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
instagram logofacebook logo