imageimageimage
image

ტენე

პირველი ეკომეგობრული USB კაბელი, დამზადებული გადამუშავებული მასალებისგან

ტენე არის პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოს პირველი USB კაბელი, რომელიც სრულად მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს. ეკომეგობრული წარმოების მიდგომა გვაძლევს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შევამციროთ პლასტმასის მოხმარება, ზღუდავს ნარჩენების რაოდენობას და ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების დაცვას.

 

ტენე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წარმოების თითოეულ ეტაპს — მეორადი მასალის დახარისხებას, გადამუშავებას, ხარისხის სტანდარტების დაცვას და საბოლოო შეფუთვას. შედეგად იქმნება პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ტექნიკურად გამძლეა, არამედ ეკოლოგიურად პასუხისმგებელი არჩევანიცაა.

 

ჩვენი მიზანია ტექნოლოგიური პროდუქტების ბაზარზე ჩამოვაყალიბოთ მდგრადი წარმოების ახალი სტანდარტი და მომხმარებლებს შევთავაზოთ პროდუქტი, რომელიც აერთიანებს ხარისხს, თანამედროვე დიზაინს და ზრუნვას გარემოზე.

 

მნიშვნელოვანი სოციალური ღირებულების ფარგლებში, ტენე წეროვანში მდებარე საწარმოში ასაქმებს რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომით დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებს, რითაც კომპანიის საქმიანობა უზრუნველყოფს როგორც გარემოსდაცვით, ისე მნიშვნელოვან სოციალურ ზეგავლენას.

 

🌐 ვებგვერდი: https://tene.ge/
📞 საკონტაქტო: 032 212 12 02

image
ტენე
address

მისამართი

თბილისი; წერეთელი; სოხუმის ქ. N4
phone

ტელეფონის ნომერი

09:00 - 18:00032 212 12 02
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
facebook logo