ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელები აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წლიურ აბონემენტს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ!
ფასდაკლების გათვალისწინებით, წლიური აბონემენტის ღირებულება ბარათის მფლობელებისთვის შეადგენს:
საქართველოს მოქალაქეებისთვის: 24 ლარი (30 ლარის ნაცვლად) ;
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის: 32 ლარი (40 ლარის ნაცვლად).
📌 ფასდაკლებით სარგებლობისთვის საჭიროა ბიბლიოთეკაში რეგისტრაციისას აქტიური ევროპული ახალგაზრდული ბარათის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ან პასპორტის) წარდგენა.
ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ წლიურ აბონემენტზე. აბონემენტის გასაფორმებლად სავალდებულოა ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის გავლა.
ბიბლიოთეკა მომხმარებლებს ემსახურება ყოველდღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
📞+995 599 76 32 11
📍მისამართი: ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. N21
