პირველად საქართველოში! - ევროპული ახალგაზრდული ბარათი
რატომ ევროპული ახალგაზრდული ბარათი?
პროგრამის შესახებ
რა არის ევროპული ახალგაზრდული ბარათი?
ევროპული ახალგაზრდული ბარათი არის ახალგაზრდებისთვის შექმნილი შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 60,000-ზე მეტ ფასდაკლებას აერთიანებს. ამჟამად EYCA-ს ქსელში 8.6 მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც ბარათის მეშვეობით კონტინენტის მასშტაბით ათასობით ფასდაკლებით სარგებლობენ ტურიზმის, განათლების, გართობის, ტრანსპორტის, კვებისა თუ რეკრეაციის სერვისებზე.
პროგრამის ხელმძღვანელია პანევროპული ორგანიზაცია EYCA - European Youth Card Association. ასოციაციის ადგილობრივი პარტნიორი TSYC - თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი.
ბარათი საქართველოში
2024 წლიდან ქალაქ თბილისის მერიისა და EYCA-ს თანამშრომლობით ბარათების გაცემა საქართველოშიც დაიწყება.
პროგრამაში ჩართვისათვის საკმარისია პირმა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-საიტზე და მიიღოს მისი ელექტრონული ბარათი უნიკალური კოდით. ბარათის მეშვეობით ქართველი ახალგაზრდები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, საფრანგეთში, გერმანიაში, მონტენეგროსა თუ ბელგიაში, ათასობით ფასდაკლებით ისარგებლებენ, რომელთა მიღებაც უბრალოდ ბარათის წარდგენითაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, პროგრამა ბარათის მფლობელებს საქართველოშივე მრავალ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს.
გსურს გახდე პროგრამის პარტნიორი?
თუ თვლი, რომ შენი ორგანიზაციის სერვისები საინტერესოა ახალგაზრდებისათვის და გსურს შექმნა განსაკუთრებული შესაძლებლობები ახალი თაობისთვის, შეავსე განაცხადი და გახდი პროგრამის პარტნიორი!
გახდი პარტნიორი