ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით და იმოგზაურეთ ნავენახევის მღვიმის ჯადოსნურ მიწისქვეშა სამყაროში!
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო გეპატიჟებათ სპელეოტურზე ნავენახევის მღვიმის აღმოსაჩენად!
ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელებს საშუალება გაქვთ 2026 წლის 1 აპრილიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მრავალჯერადად ესტუმროთ ნავენახევის მღვიმეს.
ნავენახევის მღვიმე ვიზიტორებისთვის ღიაა ყოველდღე 10 საათიდან 17 საათამდე.
ბილეთის შეძენას შეძლებთ როგორც ონლაინ www.guru.ge-ზე ისე ნავენახევის მღვიმის ვიზიტორთა ცენტრში არსებულ სალაროში.
www.guru.ge-ზე ფასდაკლების მისაღებად მონიშნეთ ევროპული ახალგაზრდული ბარათის ველი და გადახდა განახორციელეთ საქართველოს ბანკის ბარათით.
ადგილზე შეძენისას კი მოლარეს წარუდგინეთ თქვენს ციფრულ საფულეში დამატებული ევროპული ახალგაზრდული ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გადახდა განახორციელეთ საქართველოს ბანკის ევროპული ახალგაზრდული ბარათით.
ფასდაკლების მისაღებად წინასწარი ჯავშანი საჭირო არ არის.
ნავენახევის მღვიმე მდებარეობს იმერეთის რეგიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევში. მღვიმე სულ 4 დარბაზისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და სტალაგნატების სვეტებითაა გამიჯნული. მღვიმის საბოლოო სანახაობას ბუნებრივი კედელი, 7 მეტრი სისქის სტალაგნატი წარმოადგენს - მღვიმეში მოგზაურობა სწორედ აქ მთავრდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
E-mail: [email protected];
Facebook: https://www.facebook.com/apa.gov.ge
ნავენახევის მღვიმის ვიზიტორთა სპეციალისტი: თეონა ცხადაძე: 593 789 178
ონლაინ შეძენისას, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით www.guru.ge-ს, ყოველდღიურად 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
ტელეფონი: +995 322 422 258
ელ.ფოსტა: [email protected]
იმოგზაურეთ და აღმოაჩინეთ ბუნების მიერ შექმნილი საოცრება საქართველოში!
