მიიღე 10%-იანი ფასდაკლება Kass Land-ში, წალკის კანიონის დაცული ტერიტორიის ვიზიტისას!
Kass Land - უნიკალური კომპლექსია, რომელიც მდებარეობს წალკის კანიონის მიმდებარედ. რეზორტი აერთიანებს დაცულ ტერიტორიას - წალკის კანიონს, მაღალი კლასის სასტუმროს, კოტეჯებს, რესტორნებს, სპა და საკონფერენციო სივრცეებს. ასევე მრავალფეროვან გასართობ ატრაქციონებს, მათ შორის 240-მეტრიან მინის ხიდს, კარტინგს, ზიპბაიქს, გიგანტურ საქანელასა და საფეხმავლო ბილიკებს.
ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელებისათვის მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება დაცული ტერიტორიის ვიზიტზე.
ფასდაკლების მისაღებად საჭიროა ადგილზე, ბილეთის შეძენისას მოქმედი „ევროპული ახალგაზრდული ბარათის“ წარდგენა.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.kassland.com
📍 სოფელი დაშბაში, წალკის მუნიციპალიტეტი
🌐 www.kassland.com
