
სპორტული ცენტრი ,,იმედი’’
სპორტული კომპლექსი - საბავშვო საცურაო აუზითა და საფეხბურთო მოედნით.სპორტული ცენტრი "იმედი"-ს შესახებ
სპორტული ცენტრი ,,იმედი“ წარმოადგენს, თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ კომპლექსს საცურაო აუზითა და საფეხბურთო მოედნით.
ცენტრის ცურვის გაკვეთილები განკუთვნილია 5-11 წლის ასაკის მოზარდებისათვის, შესაძლებელია როგორც კვირიაში ორჯერად, ისე სამჯერად გაკვეთილებზე რეგისტრაცია.
8-დან 12 წლამდე მოზარდებისათვის ხელმისაწვდომია ფეხბურთის გაკვეთილებიც. შესაძლებელია კონკურსებისათვის მუშტაიდის ბაღში მდებარე საფეხბურთო მოედნის დაჯავშნაც.