imageimageimage
image

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო

იმოგზაურე, აღმოაჩინე და შეიყვარე საქართველოს დაცული ტერიტორიები.

აბრეშუმის გზაზე მდებარე ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, საქართველო, მოქცეულია შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროსა და კავკასიონის მთებს შორის და გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი მრავალფეროვნებით. მიუხედავად მცირე ტერიტორიისა, ქვეყანა უნიკალურ პეიზაჟებს, ფლორისა და ფაუნის სიმდიდრეს აერთიანებს, რაც მას განსაკუთრებულ ეკოტურისტულ მიმართულებად აქცევს.

 

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავს 100 დაცულ ტერიტორიას, რომლებიც მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ს. სააგენტოს მთავარი მისიაა ბუნებრივი ეკოსისტემების, იშვიათი და მნიშვნელოვანი სახეობების და მათი ჰაბიტატების დაცვა და შენარჩუნება, პარალელურად კი დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენებისა და ეკოტურიზმის განვითარება.

 

დაცული ტერიტორიები სულ უფრო პოპულარული ხდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. სააგენტო სთავაზობს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს, მათ შორის სხვადასხვა სირთულის სალაშქრო მიმართულებებს, საგანმანათლებლო და საოჯახო აქტივობებს. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია ნავით, კატერით, პანტონითა და კაიაკით სეირნობა, უნიკალური კანიონებისა და მღვიმეების მონახულება, ზიპლაინით დაშვება, თოკების პარკის ექსტრემალურ ატრაქციონებზე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა.

 

ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს შორისაა მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, ოკაცეს კანიონი, სათაფლია, წალკის კანიონი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ნავენახევის მღვიმე და სხვა დაცული ტერიტორიები, რომლებიც ვიზიტორებს ბუნებასთან უშუალო და მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

 

 

image
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო
address

მისამართი

თბილისი, 0114, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი, N1
phone

ტელეფონის ნომერი

09:00-18:001501
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
instagram logofacebook logotiktok logo