.webp&w=3840&q=75)
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მემორიალური სივრცე ჩარგალშივაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ სივრცეს, სადაც დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის — ვაჟა-ფშაველას (1861–1915) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები. მუზეუმის კოლექცია მოიცავს მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიულ მასალებს, პოეტის კრებულების სხვადასხვა გამოცემებს, ვაჟასადმი მიძღვნილ ფერწერულ, გრაფიკულ და სკულპტურულ ნამუშევრებს, იშვიათ ფოტომასალებს და სხვა მნიშვნელოვნებს ექსპონატებს.
მუზეუმი სტუმრებს სთავაზობს ვაჟა-ფშაველას ცხოვრების, შემოქმედებისა და მოღვაწეობის გაცნობას, ისტორიული ექსპონატების დათვალიერებას და ქართულ ლიტერატურაში პოეტის უზარმაზარი გავლენის შემეცნებას. სივრცე ქმნის მშვიდ, ხარისხიან და საგანმანათლებლო გარემოს ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.
📍 მისამართი: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩარგალი
🕒 სამუშაო დღეები/საატები: სამშაბათი–კვირა (ორშაბათის გარდა) 10:00 - 18:00