.webp&w=3840&q=75)
თელავის ისტორიული მუზეუმი
საუკუნეების ხმა ერთ სივრცეშითელავის ისტორიული მუზეუმი რეგიონში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეა, რომლის მისიაა კახეთის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, კვლევა, პოპულარიზაცია და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების, გამოფენებისა და მრავალფეროვანი სერვისების საშუალებით.
მუზეუმის ლოზუნგია – „საუკუნეების ხმა ერთ სივრცეში“.
მუზეუმი სტუმრებს სთავაზობს მდიდარ და მრავალფეროვან გამოცდილებას:
• გამოფენები და ექსპოზიციები — არქეოლოგიური მასალა, ეთნოგრაფიული ნიმუშები, სამეფო არქივი, ერეკლე II-ის მეფის სასახლე, კახთა მეფეთა კარის ეკლესიები და ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა.
• საგანმანათლებლო პროგრამები — „სკოლა და მუზეუმი“, თემატური ექსკურსიები, შემოქმედებითი მასტერკლასები, ისტორიული ლექციები.
• ინკლუზიური პროგრამები — ინტერაქტიული აქტივობები, მათ შორის „იმოგზაურე წარსულში“, „აღმოაჩინე წელიწადის ოთხი დრო“ და სხვა პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა საჭიროების მქონე ჯგუფების ჩართულობას.
• გიდის მომსახურება — პროფესიონალი გიდები ქართულ და უცხო ენებზე.
• კულტურული ღონისძიებები — საერთაშორისო გამოფენები, ფესტივალები, პრეზენტაციები, კონფერენციები.
• ფოტოგადაღება — ისტორიულ გარემოში პროფესიონალური ფოტოსესიის შესაძლებლობა სპეციალური წესებით.
• სივრცის გაქირავება — ეზოს, საგანმანათლებლო და საკონფერენციო სივრცეების დაქირავება ღონისძიებებისთვის.
📍 მისამართი: თელავი; ერეკლე მეორის გამზირი N1
🕒 სამუშაო საათები: სამშაბათი–კვირა 10:00–17:30
🌐 ვებგვერდი: telavisistoriulimuzeumi.ge