GPI ჰოლდინგი ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელებს სთავაზობს 5%-იან ფასდაკლებას ჯანმრთელობის დაზღვევის FLEX Policy-ზე.
რა სერვისებს მოიცავს FLEX დაზღვევის პოლისი?
პირადი ექიმი
დაზღვევის შეძენის დღიდან ზრუნავს შენს ჯანმრთელობაზე და გეხმარება სწორად და დროულად დაგეგმო საჭირო სამედიცინო მომსახურება.
100% დაფინანსება გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებაზე
პოლისის მოქმედების პერიოდში 100% დაფინანსებით შეგიძლია ისარგებლო გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებებზე კლინიკა კურაციოში: გამოკვლევები, ანალიზები და დიაგნოსტიკა.
მრავალფეროვანი სამედიცინო მომსახურება
დაფინანსებას იღებ როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ, სტომატოლოგიურ მომსახურებაზე, რაც მნიშვნელოვნად გიმცირებს ხარჯებს.
მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა
Flex Policy-ით ისარგებლებ ფასდაკლებებით მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებში.
დიაგნოზის გადამოწმება საზღვარგარეთ
საქართველოში დასმული ონკოლოგიური დიაგნოზი გადასამოწმებლად მსოფლიოს წამყვან კლინიკებში იგზავნება. დაზღვეულს საშუალება აქვს თავად აირჩიოს რომელი ქვეყნის, რომელ კლინიკაში განიხილონ მისი შემთხვევა კონსილიუმზე. საქართველოში მედიგაიდის წარმომადგენელი კლინიკა – კურაციო უზრუნველყოფს დაზღვეულისთვის მეორე აზრის მოძიების პირობებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებას, შემთხვევის განცხადებიდან 15 დღის განმავლობაში.
ფასდაკლების მისაღებად საჭიროა ვაუჩერის კოდის განაღდება ამავე გვერდზე და მიღებული კოდის შეყვანა ჩექაუთის ეტაპზე GPI-ის ვებსაიტზე, ბმულზე: FLEX პოლისი - GPI Holding.
დამატებითი დეტალები პოლისის შესახებ იხილეთ ბმულზე: FLEX პოლისი - GPI Holding.
📞 +995 032 2 605 111
