imageimageimage
hero background
hero background
hero background

European Youth Card (EYCA) არის ფასდაკლებისა და შესაძლებლობების ბარათი ახალგაზრდებისთვის, რომელიც აერთიანებს მილიონობით მომხმარებელს და ათასობით ფასდაკლებას ევროპის მასშტაბით. ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ბანკის კოლაბორაციით "ქო-ბრენდ ევროპული ახალგაზრდული ბარათი" უკვე ქართველი ახალგაზრდებისთვისაც ხელმისაწვდომია!

ქო-ბრენდ ბარათი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლოს შეთავაზებებით სხვადასხვა კატეგორიაში როგორიცაა ტურიზმი, განათლება, ტრანსპორტი, კვება, გართობა და სხვა.

ქო-ბრენდ ბარათის აღება შესაძლებელია 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის. მისი გააქტიურება საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაციაში, შეთავაზებების სივრცეში ხდება. ქო-ბრენდ ბარათის მოქმედების ვადაა აქტივაციიდან 1 წელია, წლიური საფასური კი შეადგენს 10 ლარს.

პროცესი

European Youthcard logo
news page cover
news page cover
news page cover

1. ბარათის აქტივაცია

მომხმარებელი ბარათს ააქტიურებს BOG App-ში, „შეთავაზებების“ მენიუში არსებული European Youth Card-ის სექციის მეშვეობით.

2. კოდის მიღება

ქო-ბრენდ ბარათის აქტივაციის შემდგომ, მომხმარებელს BOG App-ში ენიჭება უნიკალური კოდი, რომელსაც ის ასევე იღებს მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.

3. კოდის წარდგენა

ფასდაკლებით სარგებლობისთვის, მომხმარებელი პარტნიორ კომპანიას წარუდგენს მიღებულ უნიკალურ კოდს.

4. ფასდაკლების მიღება

პარტნიორი კომპანია ამოწმებს კოდის ვალიდურობას, რის შემდეგაც მომხმარებელი იღებს კუთვნილ ფასდაკლებას.

ქო-ბრენდ ბარათი

გაიაქტიურე ქო-ბრენდ ევროპული ახალგაზრდული ბარათი ახლავე და შემოუერთდი 9 მილიონ ახალგაზრდას ევროპის მასშტაბით!

image
card front
card back

ხშირად დასმული კითხვები

 

ევროპული ახალგაზრდული ბარათის ბენეფიტების მიღებისთვის ახალი საბანკო ბარათის გააქტიურება მჭირდება? 

არა. ევროპული ახალგაზრდული ბარათი (EYC) არ არის საგადახდო ბარათი, მასზე თანხა არ ირიცხება და გადახდებისთვის არ გამოიყენება.

EYC წარმოადგენს ბენეფიტებისა და ფასდაკლებების სისტემას, რომელიც შეგიძლია დააკავშირო შენს უკვე არსებულ საბანკო ბარათთან და გამოიყენო როგორც საქართველოში, ისე ევროპის მასშტაბით.

 

ქო-ბრენდ ბარათი მხოლოდ სტუდენტებისთვისაა?

ევროპული ახალგაზრდული ბარათი განკუთვნილია ყველა ახალგაზრდისთვის და არა მხოლოდ სტუდენტებისთვის.

ბარათის მიღება შეუძლია ნებისმიერ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სტუდენტის სტატუსი ან სხვა დამატებითი სტატუსი.

 

ქო-ბრენდ ბარათი ფასიანია? 

დიახ, EYC ბარათის წლიური ღირებულება 10 ლარია. ბარათი მოქმედებს ერთი წლის განმავლობაში და მისი განახლება ყოველწლიურად შეგიძლია 30 წლის ასაკამდე.

EYC-ის გამოყენებით მიღებული ფასდაკლებები ხშირად ბევრად აღემატება თავად ბარათის ღირებულებას, როგორც ყოველდღიურ ხარჯებზე საქართველოში, ისე მოგზაურობისას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

 

როგორ გამოვიყენო ფასდაკლებები?

ვებგვერდზე თითოეულ შეთავაზებას თან ახლავს დეტალური ინფორმაცია თუ სად, როგორ და რა პირობებით შეგიძლია ფასდაკლებით სარგებლობა.

ფასდაკლებების გამოყენებისას, როგორც წესი, საკმარისია პარტნიორ ობიექტში სალაროსთან შენი EYC ბარათის წარდგენა. 

 

როგორ გამოვიყენო ადგილობრივი ფასდაკლებები საქართველოში?

საქართველოში EYC ფასდაკლებებით სარგებლობა შესაძლებელია რამდენიმე გზით:

1. სალაროსთან ბარათის წარდგენით;
2. პარტნიორ ობიექტში ბარათზე არსებული ბარკოდის სკანირებით;
3. ან პირადი ნომრით იდენტიფიკაციის გზით 

 

როგორ გამოვიყენო EYC ბარათი ევროპაში?

ევროპაში მოგზაურობისას EYC ბარათის გამოყენება ძალიან მარტივია. თუ კონკრეტული ობიექტი EYC ქსელის პარტნიორია, საკმარისია სალაროსთან ან მომსახურების მიღებისას შენი ბარათი წარადგინო და ისარგებლო სპეციალური ტარიფით ან ფასდაკლებით.

ყოველ ქართულ თუ უცხოურ ფასდაკლებას აქტივაციის თავისი მარტივი წესები აქვს, რომლებიც შეგიძლია იხილო აქ. 

 

რა არის CCDB კოდი?

CCDB არის შენი EYC ბარათის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომლის მეშვეობითაც აქტიურდება შენი ბენეფიტები და ფასდაკლებები.

კოდი დატანილია თავად ბარათზე და საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია მისი გამოყენება პარტნიორ ობიექტებში ან ონლაინ სერვისებზე.

გახდი პარტნიორი, შემოუერთდი 25,000+ ევროპულ ორგანიზაციას