
აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
მეცნიერებისა და ხელოვნების უნიკალური სივრცეაბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, დაარსებული 1887 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ აბრეშუმის მუზეუმებს შორისაა. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრს, სადაც დაცულია აბრეშუმის წარმოებისა და მეაბრეშუმეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
მუზეუმის მისიაა აბრეშუმთან დაკავშირებული კოლექციების დაცვა, მათი კვლევა, გამოფენების მეშვეობით იმის გადმოცემა, თუ როგორ ვითარდებოდა ეს სფერო რეგიონში და მსოფლიოში. მუზეუმი აქტიურად ახორციელებს განათლებაზე დაფუძნებულ პროგრამებს, ვორქშოფებს, ლექციებსა და კონფერენციებს, რომლებიც ზრდის ცნობიერებას აბრეშუმის კულტურის მნიშვნელობის შესახებ.
თავდაპირველად, მუზეუმი კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ნაწილი იყო — რეგიონული მასშტაბის მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ბიოლოგ ნიკოლაი შავროვის კონცეფციით შეიქმნა ევროპული მოდელის მიხედვით. კომპლექსი მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე განთავსებული 23 ნაგებობისგან შედგებოდა, რომელთაგან დღეს მხოლოდ პერსონალის საცხოვრებელი და მუზეუმის შენობაა შემორჩენილი. შენობა, არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის ავტორობით, ეკლექტურ სტილს წარმოადგენს და გამორჩეული ინტერიერის ელემენტებით — აბრეშუმის პეპლების დეკორით — მუზეუმის პირველყოფილ დანიშნულებას ასახავს.
2020–2024 წლებში მოხდა მუზეუმის სრული რეაბილიტაცია, რის შედეგადაც შენობამ თანამედროვე სტანდარტებსა და ისტორიულ ორიგინალობას შორის უნიკალური ბალანსი შეინარჩუნა.
📍 მისამართი: გ. ცაბაძის ქ. 6, თბილისი
🕒 სამუშაო საათები: სამშაბათი - შაბათი 11:00 - 18:00
🌐 ვებგვერდი: www.silkmuseum.ge
.webp&w=3840&q=75)