imageimageimage
image

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ეროვნული მემკვიდრეობის კვლევა, დაცვა და პოპულარიზაცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აერთიანებს ქვეყანაში არსებული უმნიშვნელოვანესი მუზეუმების ერთიან ქსელს და ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, სარესტავრაციო-საკონსერვაციო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობას. ინტერდისციპლინარული მიდგომა მუზეუმს აძლევს შესაძლებლობას, ერთიანი სტანდარტით უზრუნველყოს კვლევა, ექსპონატების უსაფრთხოება, განათლება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

 

ეროვნული მუზეუმი აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ ორგანიზაციებთან, რაც განსაზღვრავს მისი საქმიანობის მაღალი ხარისხის და ეფექტიანობის სტანდარტს.

 

მისია მოიცავს ქართველებისა და საქართველოს სხვადასხვა ეთნოსის წარსულისა და აწმყოს შესწავლას, ბუნებრივი და მატერიალური კულტურული ძეგლების დაცვას, კვლევას, პოპულარიზაციას და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

 

ეროვნული მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებებს:
• აუდიოგიდი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე
• მუზეუმის მაღაზია (სუვენირები, კატალოგები, აკადემიური გამოცემები)
• ვირტუალური ტურები
• მუდმივი და დროებითი გამოფენები, ლექციები, კულტურული ღონისძიებები
• სამეცნიერო და სარესტავრაციო მომსახურება
• არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული ექსპედიციები
• კოლექციებზე საჯარო წვდომა, დოკუმენტაციისა და მასალის მოთხოვნის შესაძლებლობა
• საგანმანათლებლო პროგრამები და საზოგადოებრივ–კულტურული აქტივობები

 

🕒 სამუშაო საათები: სამშაბათი–კვირა, 10:00–18:00

🌐 www.museum.ge

📞 +995 32 293 16 52

📧 [email protected]

image
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
address

მისამართი

თბილისი; რუსთაველის გამზ. N3
phone

ტელეფონის ნომერი

10:00 - 18:00+995322931652
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
facebook logo