
ილია ჭავჭავაძის ყვარლის მუზეუმი
შეინარჩუნე წარსული, შექმენი მომავალიილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურულ-ისტორიულ ერთეულს, რომლის მიზანია ქართული მემკვიდრეობის დაცვა, კვლევა და მომავალი თაობებისთვის ღირსეულად გადაცემა. მუზეუმის მთავარი გზავნილია: „შეინარჩუნე წარსული, შექმენი მომავალი.“
მუზეუმის კომპლექსი მოიცავს ჭავჭავაძეების საგვარეულო კოშკს, ილია ჭავჭავაძის მამისეულ სახლს, მემორიალურ ეზოს, მარანს, თონესა და წყლის წისქვილს. 1981 წლიდან მემორიალური მუზეუმი განთავსებულია ახალ სამსართულიან საგამოფენო შენობაში, რომლის მეორე და მესამე სართულებზე განლაგებულია ილიას მემორიალური საგნები, მისი ხელნაწერები, ოჯახური არქივი, ილიას მიერ დაარსებული გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემები, ასევე ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების უნიკალური ხელნაწერები და ფოტო-მასალა.
მუზეუმი სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს:
• ექსკურსია მუზეუმში — ინდივიდუალური და ჯგუფური ტური პროფესიონალი გიდის ხელმძღვანელობით;
• დეტალური ტური ილიას ცხოვრების, შემოქმედებისა და საგვარეულოს ისტორიაზე — ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე;
• საგანმანათლებლო აქტივობები — tematic workshops, საგანმანათლებლო ექსკურსიები, ისტორიული საუბრები;
• მემორიალური ეზო და ფოტოგადაღების სივრცე — ავთენტური გარემო საგვარეულო კოშკთან და ისტორიულ შენობებთან;
• სააქტო დარბაზის გამოყენება — კონფერენციებისთვის, სემინარებისთვის, კულტურული ან საგანმანათლებლო შეხვედრებისთვის, წინასწარი შეთანხმებით.
📍 მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. N2
🕒 სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00–17:00
📞 საკონტაქტო: 577 90 92 96
