imageimageimage
image
ბათუმის დელფინარიუმი
ფასდაკლება
17%
ქალაქი:
ბათუმი
აქტიურია
01/04/2027
instagram logofacebook logo

ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელები ბათუმის დელფინარიუმის შოუს ბილეთებს 30 ლარის ნაცვლად 25 ლარად შეიძენენ! 

 

ბათუმის დელფინარიუმი ვიზიტორებს შემეცნებით-საგანმანათლებლო შოუებს სთავაზობს. შოუზე გაეცნობით დელფინ აფალინას (Tursiops truncatus) ქცევით თავისებურებებს, ინტელექტუალურ და სოციალურ უნარებს და მის როლს საზღვაო ეკოსისტემაში. წარმოდგენები იმართება 887-ადგილიან ამფითეატრში, რომელიც ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. 

 

📌 ბილეთის ფასდაკლებით შესაძენად საჭიროა დელფინარიუმის სალაროში აქტიური ევროპული ახალგაზრდული ბარათის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ან პასპორტის) წარდგენა.

 

❗ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია ერთჯერადად, 2026 წლის 1 ნოემბრიდან 2027 წლის 1 აპრილამდე. ბილეთის წინასწარ დაჯავშნა არ ხდება.

 

წარმოდგენების განრიგის გასაცნობად ეწვიეთ დელფინარიუმის ვებგვერდს ან დაუკავშირდით მითითებულ ნომერზე.

 

🌐 dolphinarium.ge

📞 +995 422 221730

📍 ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ. №51