.webp&w=3840&q=75)
პირველად საქართველოში! - ევროპული ახალგაზრდული ბარათი
რატომ ევროპული ახალგაზრდული ბარათი?
პროგრამის შესახებ
რა არის ევროპული ახალგაზრდული ბარათი?
ევროპული ახალგაზრდული ბარათი არის ახალგაზრდებისთვის შექმნილი შესაძლებლობების ქარდი, რომელიც ევროპის 40 ქვეყანაში 25,000-ზე მეტ ფასდაკლებას აერთიანებს. ამჟამად EYCA-ს ქსელში 9.3 მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული, რომლებიც ბარათის მეშვეობით კონტინენტის მასშტაბით ათასობით ფასდაკლებით სარგებლობენ ტურიზმის, განათლების, გართობის, ტრანსპორტის, კვებისა თუ რეკრეაციის სერვისებზე.
პროგრამა ხორციელდება ევროპის საბჭოს მხარდაჭერით. იგი დაახლოებით 45 წელია ოპერირებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და იმართება პანევროპული ორგანიზაციის, European Youth Card Association-ის (EYCA) მიერ.
"ევროპული ახალგაზრდული ბარათი საქართველო" (EYCG) პროგრამის ადგილობრივი წარმომადგენლობაა, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ნაწილია.
ბარათი საქართველოში
2025 წლის 22 დეკემბერიდან, თბილისის მერიისა და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლობით, ევროპული ახალგაზრდული ბარათების გაცემა საქართველოშიც დაიწყება.
პროგრამაში ჩართვისთვის საკმარისია იყო 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდა და ფლობდე საქართველოს ბანკის ნებისმიერ ბარათს. ბენეფიტების გააქტიურებას შეძლებ უშუალოდ საქართველოს ბანკის მობილურ ბანკში. ბარათის დახმარებით ქართველი ახალგაზრდები საფრანგეთში, გერმანიაში, მონტენეგროში, ბელგიასა და ევროპის მრავალ სხვა ქვეყანაში ათასობით ფასდაკლებას მიიღებენ.
ადგილობრივი და საერთაშორისო ფასდაკლებების გარდა, „ევროპული ახალგაზრდული ბარათი საქართველო“ ბარათის მფლობელებს მრავალ საინტერესო ღონისძიებასაც შესთავაზებს.

გსურს გახდე პროგრამის პარტნიორი?
თუ თვლი, რომ შენი ორგანიზაციის სერვისები საინტერესოა ახალგაზრდებისათვის და გსურს შექმნა განსაკუთრებული შესაძლებლობები ახალი თაობისთვის, შეავსე განაცხადი და გახდი პროგრამის პარტნიორი!
გახდი პარტნიორი