imageimage
image

მალე - ევროპული ახალგაზრდული ბარათი საქართველოში!

4 ივლ, 2024

ევროპული ახალგაზრდული ბარათის პროგორამა 2024 წლის განმავლობაში ქართველი ახალგაზრდებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი. 

 

პროგრამაში ჩართვისათვის საკმარისია პირმა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-საიტზე EYC.ge და მიიღოს მისი ელექტრონული ბარათი უნიკალური კოდით. ბარათის მიღებისთანავე მისი მფლობელი შეძლებს ისარგებლოს ათასობით ფასდაკლებით როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში. 

 

EYCA-ს შესახებ

ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაცია (EYCA) არასამთავრობო, არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შედგება 40 პარტნიორი უწყებისაგან. EYCA-ს წევრი ორგანიზაციები არიან როგორც არასამთავრობო, ისე სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებები, კერძო ფონდები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდებთან.

 

ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მისიაა ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი მობილობის, სოციალური, კულტურული, განათლებისა და ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

 

ასოციაცია მიზნად ისახავს უზრუნველყოს შესაძლებლობების თანაბარი გადანაწილება ევროპელ ახალგაზრდებს შორის, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მობილობას და ბარათის სერვისის მიწოდებით მოახდინოს ახალგაზრდების ეკონომიკური, სოციალური, კულტურული აქსელერაცია.

 

EYCA-ს ყოველი წევრი ორგანიზაცია ახორციელებს ბარათის პროგრამას თავის ტერიტორიაზე და ადგილობრივ ახალგაზრდებს სთავაზობს ფასდაკლებებსა და შესაძლებლობებს მობილობის, განათლების, კულტურის, რეკრეაციის, სპორტის სერვისებიზე.

 

ბარათი საქართველოში

ქალაქ თბილისის მერიის ა(ა)იპ სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი 2020 წლიდან წარმოადგენს ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის ასოცირებულ წევრს, რომლის საშუალებითაც თბილისის მერიას აქვს ექსკლუზიური შესაძლებლობა დაიწყოს ევროპის ახალგაზრდული ბარათის სერვისში ქართველი ახალგაზრდების ჩართვა.

 

ბარათის მეშვეობით საქართველოში მცხოვრები პროგრამაში ჩართული ახალგაზრდა შეძლებს პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი 60,000 ფასდაკლებით სარგებლობას შემდეგ ქვეყნებში: ანდროა, ავსტრია, ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, საბერძნეთი, იტალია, იტალია - ლაციოს რეგიონი, იტალია - სარდინია, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო - შოტლანდია. 

ასევე იხილეთ

ყველა სიახლე