imageimage
image

EYCA-ს წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი თბილისში

12 თებ, 2024
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით, 7-8 ივლისს, თბილისს სამუშაო ვიზიტით ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის დირექტორი მანელ სანჩეზი და ბარათის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი პაბლო გილიერნა ეწვივნენ.
 
ვიზიტის მიზანი იყო ევროპის ახალგაზრდული ბარათის დანერგვის მხარდაჭერა საქართველოში და ქართველი ახალგაზრდების ჩართვა ბარათის სერვისებსა და პროგრამებში. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და ევროპის ახალგაზრდული ბარათის თბილისსა და საქართველოში ფუნქციონირების სამოქმედო გეგმა განიხილეს.
 
 
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებს, ასევე, მერიისთვის პრიორიტეტულ მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს, რომლითაც სარგებლობას ახალგაზრდები შეძლებენ.
 
დელეგაციამ შეხვედრები გამართა, ასევე, ახალგაზრდობის სექტორის წარმომადგენელ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სტუდენტურ ასოციაციებთან. ვიზიტის დასასრულს კი დელეგაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.
 
ევროპის ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის მხარდამჭერია ევროპის საბჭო და ევროკომისია. ბარათი წარმოადგენს ევროპის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას, და მისი მიზანია ახალგაზრდების მობილობის მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით და მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება.
 
2024 წლიდან ქალაქ თბილისის მერიისა და EYCA-ს თანამშრომლობით ბარათების გაცემა საქართველოშიც დაიწყება.
 
 

ასევე იხილეთ

ყველა სიახლე