imageimageimage
image

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 125-წლიანი მდიდარი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჰაბია. ეს არის საზოგადოებრივი თავშეყრის აქტიური სივრცე, სადაც რეგულარულად იმართება პრეზენტაციები, კონფერენციები, შეხვედრები და ფუნქციონირებს საბავშვო თუ სხვადასხვა ასაკობრივი მკითხველთა კლუბები.


ბიბლიოთეკის მდიდარი წიგნადი ფონდი 585 788 ერთეულს მოიცავს. ტურისტებისა და მკითხველების მიზიდვის მიზნით, სივრცეში წარმოდგენილია წიგნის მუზეუმი, სადაც გამოფენილია სხვადასხვა ენაზე (ფრანგული, ინგლისური, იტალიური და სხვ.) გამოცემული რარიტეტული წიგნები.


ჩვენი მისიაა საზოგადოების ყველა წევრისთვის ინფორმაციულ და საბიბლიოთეკო რესურსებზე თანაბარი და თავისუფალი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, წიგნიერების დონის ამაღლება და რეგიონის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა-პოპულარიზაცია.


ჩვენი მთავარი მიზანია ბიბლიოთეკის, როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ცენტრის განვითარება, ციფრული სერვისების დანერგვა, ფონდების მუდმივი განახლება და ყველა ასაკის მკითხველისთვის ღია, ინკლუზიური და შთამაგონებელი გარემოს შექმნა.

 

📍მისამართი: ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. N21

image
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
address

მისამართი

ვაჟა ფშაველა №21
phone

ტელეფონის ნომერი

10:00 - 19:00+995 599 76 32 11
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
facebook logo