.webp&w=3840&q=75)
სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
სტალინის სიცოცხლისა და რეპრესიების ეპოქის ამსახველი უნიკალური მუზეუმი გორშიი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს გორში — ქალაქში, სადაც იოსებ სტალინმა ბავშვობის წლები გაატარა. მუზეუმი წარმოადგენს მასშტაბურ ისტორიულ კომპლექსს, რომელიც მოიცავს ექვს საექსპოზიციო დარბაზს, მემორიალურ სახლს და სტალინის პერსონალურ ვაგონს. სივრცეში წარმოდგენილი ექსპოზიციები ასახავს სტალინის ცხოვრებას, მის პოლიტიკური მოღვაწეობის ძირითად ეტაპებს და ეპოქის სოციალურ-კულტურულ ფონს.
მუზეუმის ფონდში დაცულია 40,000-ზე მეტი ექსპონატი — დოკუმენტები, მემორიალური ნივთები, მხატვრული ტილოები, ფოტო-კინო მასალები და სხვა დამხმარე სამუზეუმო რესურსები. ექვსი დარბაზის სტაციონარული ექსპოზიცია წარმოდგენილია ქრონოლოგიური და თემატური პრინციპით, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს სრულად აღიქვან სტალინის ეპოქა.
მუზეუმში ცალკე სივრცე ეთმობა რეპრესიების პერიოდს, სადაც წარმოდგენილია სტალინური რეპრესიების ისტორიის ამსახველი დოკუმენტები და მასალები — ადამიანური ტრაგედიების, პოლიტიკური დევნისა და ეპოქის დრამატული მოვლენების შესახებ.
📍მისამართი: ქ. გორი, სტალინის გამზირი 32
🕒 სამუშაო საათები:
1 აპრილი – 31 ოქტომბერი: ყოველდღე 10:00–18:00
1 ნოემბერი – 1 აპრილი: ყოველდღე 10:00–17:00