imageimageimage
image

წესები და პირობები

ბოლო განახლება: 8 დეკემბერი, 2025


წინამდებარე წესები და პირობები აღწერს ჩვენს, ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის" ვებგვერდის, eyc.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და პროცედურებს თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და გამჟღავნების შესახებ, როდესაც თქვენ იყენებთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სერვისს და გაცნობთ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ უფლებებს და თუ რა გზებით გიცავთ კანონი.
ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს სერვისის უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად. სერვისის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით ინფორმაციის შეგროვებას და გამოყენებას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად.
 
ტერმინთა განმარტებები
წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისთვის:
ა) პროფილი - უნიკალური ანგარიში, რომელიც თქვენ შექმენით ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციის შედეგად ჩვენს სერვისზე წვდომისთვის;
ბ) ვებგვერდი- eyc.ge;
გ) პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
დ) სერვისი- ვებგვერდის ფარგლებში მოქმედება: დარეგისტრირების შესაძლებლობა, პროფილის შექმნის შესაძლებლობა, ბარათის მიღების შესაძლებლობა და ამ გზით პარტნიორ ორგანიზაციებთან დაკავშირება და მათი შემოთავაზებებით სარგებლობა;
ე) ჩვენ- ა(ა)იპ "თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრი" ;
ვ) თქვენ -  18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირდება ვებგვერდზე და სარგებლობს ვებგვერდზე განთავსებული შეთავაზებებით ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს წვდომა და განათავსებს ვებგვერდზე შეთავაზებებს;
ზ) ევროპული ახალგაზრდული ბარათი - საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში გაცემული სახელობითი ფასდაკლების ბარათი, რომლის მიზანია ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების დაკმაყოფილება. ბარათი უზრუნველყოფს მისი მფლობელებისათვის პრივილეგირებულ წვდომას ინფორმაციაზე, პროდუქტებზე და სხვადასხვა სახის სერვისებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, პროფესიული მომზადება, გაცვლითი პროექტები, ტრანსპორტი, განთავსება, დასვენება, კულტურა, სპორტი და სხვა;
თ) კლასიკური ევროპული ახალგაზრდული ბარათი, რომელსაც ახალგაზრდა იღებს საიტზე რეგისტრაციის და წლიური საკომისიოს გადახდის გზით პროგრამის კოორდინატორი ორგანიზაციისაგან, “თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრისგან”
ი) საქართველოს ბანკთან კო-ბრენდირებული ბარათი - ევროპული ახალგაზრდული ბარათი, რომელიც გაიცემა პროგრამის პარტნიორი სს “საქართველოს ბანკის” მიერ უფლებამოსილ პირებზე
კ) ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელი - 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;
ლ) პარტნიორი ორგანიზაციები - ორგანიზაციები, რომლებიც აგრეთვე რეგისტრირდებიან ვებგვერდზე და განათავსებენ შეთავაზებებს ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელი ახალგაზრდებისთვის;
მ) CCDB კოდი (Cardholder Common Database Code) – ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელთა საერთაშორისო მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის უნიკალური კოდი, რომელიც გამოიყენება ბარათის ავთენტურობის დადასტურებისა და სერვისებზე წვდომის უზრუნველსაყოფად;
ნ) პარტნიორი ორგანიზაციის შეთავაზება - პარტნიორი ორგანიზაციის ახალი პროდუქტი/მომსახურება/სერვისი და/ან არსებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე/სერვისზე ფასდაკლება, უპირატესი წვდომის უფლება და/ან სხვა სპეციალური პირობა, რომელიც განკუთვნილია ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელთათვის და აუმჯობესებს მათ მდგომარეობას.
ო) ვაუჩერი – უნიკალური კოდი ან ელექტრონული დამადასტურებელი საშუალება, რომელიც ბარათის მფლობელს აძლევს უფლებას ისარგებლოს კონკრეტული პროდუქტით/მომსახურებით წინასწარ განესაზღვრული პირობებით.
პ) ფორს მაჟორი – გარემოებები, რომლებიც არ ექვემდებარება ცენტრის გონივრულ კონტროლს (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: სტიქიური უბედურება, ომი, მასობრივი არეულობა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, საკანონმდებლო რეგულაციის შეცვლა, ფართომასშტაბიანი ტექნიკური ხარვეზი კომუნიკაციის ქსელებში, ენერგომომარაგების შეწყვეტა და სხვა მსგავს შემთხვევები), რომლებიც შეუძლებელს ხდის ვებგვერდისა და/ან სერვისის გამართულ მუშაობას.


 
თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება
თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის დადასტურებით, საიტზე პირადი გვერდის შემქნისათვის რეგისტრაციის ეტაპზე. ჩვენი სერვისით სარგებლობისას შეიძლება მოგთხოვოთ მოგვაწოდოთ გარკვეული პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენთან დასაკავშირებლად ან იდენტიფიცირებისთვის. ასეთი ინფორმაციაა:

- სახელი და გვარი;

- დაბადების თარიღი;

- პირადი ნომერი;

- ელექტრონული ფოსტის მისამართი;

- ტელეფონის ნომერი;

- მისამართი;

- თქვენი IP მისამართი; ბრაუზერის ტიპი და ენა; შესვლის დრო; 

- ინფორმაცია დაფიქსირებული უკმაყოფილების შესახებ;

- ინფორმაცია, როგორ ისურვებდით ჩვენთან ინტერაქციას და სხვა მსგავსი ინფორმაცია.

 


პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით, მათ შორის:

• თქვენს წინასწარ გაცხადებულ თანხმობის საფუძველზე;
• თქვენთან წამოწყებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების/სერვისის შესასრულებლად (რეგისტრაცია, ბარათის გაცემაა და ა.შ.);
• ჩვენი კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად;
• ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად (მაგალითად, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სერვისის გაუმჯობესება), მაშინ, როდესაც ასეთი ინტერესი არ ეწინააღმდეგება თქვენს უფლებებსა და თავისუფლებებს.


პერსონალური მონაცემების გამოყენების მიზნები
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:
- თქვენი ანგარიშის მართვისთვის: რეგისტრაციის მართვისთვის, რადგან თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს შეუძლია მოგცეთ წვდომა სხვადასხვა სერვისთან, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე არ არის ხელმისაწვდომი. მაგალითად, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე მოგენიჭებათ  CCDB კოდი და გახდებით ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელი, რაც მოგანიჭებთ უნიკალურ შესაძლებლობას ისარგებლოთ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განთავსებული შეთავაზებებით, რომლებიც აგრეთვე დარეგისტრირებულები იქნებიან ვებგვერდზე;
- ისეთი პერსონალური მონაცემების შეგროვების აუცილებლობა, როგორებიცაა სახელი, გვარი და პირადი ნომერი, გამოწვეულია თქვენი იდენტიფიცირების მიზნით;
- ფიზიკური პირის რეგისტრაციის დროს დაბადების თარიღის მითითება აუცილებელია  ასაკის დასადგენად,  ვინაიდან ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელი შეიძლება იყოს მხოლოდ 18-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდა, ხოლო 30 წლის შესრლებისთანავე, ბარათის მფლობელს შეუწყდება წვდომა აღნიშნულ სერვისთან;
- ბარათის ვადის ამოწურვასთან, საფასურის გადახდასთან და ა.შ დაკავშირებით ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელთან კომუნიკაციის დამყარების მიზნით;
- ჩვენთან დაფიქსირებული თქვენი მოთხოვნების მართვის მიზნით;
- ჩვენი ვებგვერდის მართვისა და გაუმჯობესების მიზნით;
- სხვა მიზნებისთვის: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, გამოყენების ტენდენციების იდენტიფიცირება, ჩვენი ვებგვერდის მუშაობის ეფექტურობის დადგენა და ჩვენი სერვისის, პროდუქტების, და თქვენი გამოცდილების შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად.

 

მონაცემთა უსაფრთხოების ზომები
ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად, მათ შორის:
• წვდომის გადაცემა მხოლოდ უფლებამოსილ პირებზე,
• უსაფრთხოების რეგულარული მონიტორინგი,
• მონაცემთა მინიმიზაციის პოლიტიკა (ვამუშავებთ მხოლოდ საჭირო მოცულობის მონაცემს),
• სარეზერვო ასლების დაცვა.
მიუხედავად ამისა, ინტერნეტით მონაცემთა გადაცემა ვერასოდეს ჩაითვლება 100%-ით უსაფრთხოდ, და თქვენ აღიარებთ, რომ გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს.

 

პერსონალური მონაცემების გადაცემა
ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველვყოთ თქვენი მონაცემების უსაფრთხოდ დამუშავება წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად და თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა არ განხორციელდება სხვა ორგანიზაციაზე, თუ არ არსებობს ადეკვატური კონტროლი, მათ შორის უსაფრთხოების დაცვის გარანტიები.
ევროპული ახალგაზრდული ბარათის ასოციაციის სათაო ოფისში ინახება მხოლოდ თქვენი CCDB კოდი, რომელიც არ ატარებს თქვენს სხვა პერსონალურ მონაცემებს. 
ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის საფუძვლიდან გამომდინარე, ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი მონაცემები:
1. მესამე პირებს, თქვენი თანხმობის შესაბამისად (იგულისხმება ცალკე თანხმობა და არა რეგისტრაციის პროცესში გაცემული თანხმობა);
2. მემორანდუმის ფარგლებში ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, რადგან თქვენი მონაცემების ხილვადობა მათთვის აუცილებელია თქვენ მიერ შეთავაზებების გამოსაყენებლად;
 

პერსონალური მონაცემების მოპოვების წყაროები
თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მოვიპოვებთ ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან, კერძოდ:
1. როდესაც რეგისტრირდებით ჩვენს ვებგვერდზე, ქმნით თქვენს პროფილს და იყენებთ ჩვენს მომსახურებას;
2. თქვენთან სატელეფონო კომუნიკაციისას;
3. როდესაც გვიგზავნით წერილებს;
4. საჯარო წყაროებიდან.
 
პერსონალური მონაცემების შენახვა
თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ და ვინახავთ კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით და ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.
 
თქვენი უფლებები პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია, თუ როგორ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი მომართვის შემთხვევაში, ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით, თუ რომელ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ და რა მიზნით. აგრეთვე, მოითხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე.
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც მონაცემთა გაცნობა, ისე მათი ასლების გადმოცემა.
კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ ასევე გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის დაბლოკვა, ცვლილება, გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, გადატანა, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. რომელიმე ზემოხსენებული მოქმედების განსახორციელებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ მეილზე და ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენ მიერ დაფიქსირებული მოთხოვნის შესრულებას 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

ევროპული ახალგაზრდული ბარათის გამოყენება
•    ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელს უფლება აქვს თავისი ბარათით ისარგებლოს ყველა განკუთვნილი ფასდაკლებით. 
•    ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელს არ აქვს უფლება კუთვნილი CCDB კოდი გადასცეს სხვა პირს. 
•    კლასიკური ევროპული ახალგაზრდული ბარათი ხელმისაწვდომია მხოლოდ ციფრულად ამ საიტზე. 
•    თაღლითობის დაფიქსირების შემთხვევაში უფლება გვაქვს, გავაუქმოთ ევროპული ახალგაზრდული ბარათი.
•    კლასიკური ევროპული ახალგაზრდული ბარათი გაიცემა თანხის გადახდიდან ერთი წლის ვადით, ვადის გასვლის შემდეგ დეაქტივირდება. 60 დღის განმავლობაში შესაძლებელია რეაქტივაცია. თუკი 60 დღე ამოიწურა, ბარათი ავტომატურად უქმდება, რის შესახებაც მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას მეილზე.
•    გადახდა უსაფრთხოა და ჩვენ არ ვაგროვებთ საბანკო ინფორმაციას. გადახდის პროცესისას მომხმარებელი გადადის თი ბი სი ბანკის ან საქართველოს ბანკის უსაფრთხო სატელეფონო/ონლაინ ტერმინალზე. ბარათის ნომრისა და სხვა საბანკო მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ბანკის მიერ, მათი წესებითა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. ცენტრი არ ამუშავებს და არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებს და არ არის პასუხისმგებელი ბანკის სისტემების მუშაობაზე.
•    დაუშვებელი პირზე ერთდროულად ორი ევროპული ახალგაზრდული ბარათის გაცემა.
•    იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი სარგებლობს საქართველოს ბანკის პროდუქტით, ქო-ბრენდირებული ევროპული ახალგაზრდული ბარათით, მას არ აქვს უფლება მოითხოვოს კლასიკური ევროპული ახალგაზრდული ბარათი ქო-ბრენდირებული ბარათის გაუქმებამდე. 
•    კლასიკური ევროპული ახალგაზრდული ბარათის წლიური საფასურია 14.90 ლარი. ანგარიშსწორება ხდება ყოველწლიურად მომხმარებლის პირადი გვერდიდან. ჩვენ არ ვახორციელებთ ავტომატურ ანგარიშსწორებას. 

 


 კომუნიკაცია
წესებზე და პირობებზე დათანხმებით თქვენ გასცემთ თანხმობას მიიღოთ ინფორმაცია ევროპული ახალგაზრდული ბარათი საქართველოსგან პროგრამასთან დაკავშირებული სიახლეების, შეთავაზებების, ვაუჩერების შესახებ ელ-ფოსტისა და SMS შეტყობინების სახით. 
თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება უარი თქვათ სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების მიღებაზე, რისათვისაც შეგიძლიათ  მოგვწეროთ მეილზე [email protected]. სერვისთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეტყობინებების (მაგალითად, ბარათის ვადის ამოწურვის შესახებ) გაგზავნა შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ისინი აუცილებელია სერვისის უზრუნველყოფისთვის.


ფადაკლებებითა და ვაუჩერით სარგებლობის პირობები
-    ნებისმიერი ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელს აქვს უფლება ისარგებლოს საიტზე გამოქვეყნებული შეთავაზებებით, ფასდაკლებებით, ვაუჩერებითა და შესაძლებლობებით მათთვის განსაზღვრული წესით;
-    ინდივიდუალური ფასდაკლების გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი ფასდაკლების გვერდზე პარტნიორი ორგანიზაციის მიერ;
-    პარტნიორი ორგანიზაცია უფლებამოსილია ფასდაკლების გაცემისათვის გადაამოწმოს თქვენი ევროპული ახალგაზრდული ბარათის ვალიდურობა და მოგთხოვოთ ბარათის ან CCDB კოდის წარდგენა;
-    ცენტრი არ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოს გარეთ, საერთაშორისო ფასდაკლებებით სარგებლობისას წარმოქმნილი ხარვეზების თაობაზე; 
-    ადგილობრივი ფასდაკლების გამოყენებისას შექმნილი ხარვეზის შემტხვევაში ბარათის მფლობელი უფლებამოსილია წარადგინოს საჩივარი ელ-ფოსტაზე: [email protected]
-    ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელია ინდივიდუალურ ვაუჩერულ შესაძლებლობაში წარმოდგენილი პირობების შესაბამისად, ვაუჩერის კოდის გენერირების შემდეგ;
-    ვაუჩერის კოდის მიღებისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურის გავლა, ინფორმაციის შეყვანა და კოდის მიღება
-    ბარათის მფლობელის მიერ მისთვის გენერირებული ვაუჩერის კოდის გადაცემა სხვა პირზე დაუშვებელია. 
-    ცენტრი არ არის ხელშეკრულების მხარე ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელსა და პარტნიორ ორგანიზაციას შორის. ფასდაკლებების, ვაუჩერებისა და სხვა შეთავაზებების შინაარსზე, მოცულობასა და ხარისხზე პასუხისმგებელია კონკრეტული პარტნიორი ორგანიზაცია. ცენტრი მხოლოდ უზრუნველყოფს პლატფორმას პარტნიორი ორგანიზაციების შეთავაზებების გამოქვეყნებისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, შუამავლობს საჩივრების გადამისამართებაში, თუმცა არ იღებს ვალდებულებას დაპირებული ფასდაკლების პირდაპირ გაცემაზე ან ზიანის ანაზღაურებაზე.
-    პარტნიორ ორგანიზაციას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან შეწყვიტოს კონკრეტული ფასდაკლება ან შეთავაზება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცენტრს ასევე აქვს უფლება ჩამოაშოროს ვებგვერდიდან პარტნიორის შეთავაზება. აღნიშნული არ ითვლება ცენტრის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობად და არ იწვევს ბარათის საფასურის ნაწილობრივ ან სრულ რეფუნდს.

 

გადახდის და თანხის დაბრუნების პოლიტიკა 

• ბარათის წლიური საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას მას შემდეგ, რაც ბარათი უკვე გააქტიურდა და მომხმარებელმა მიიღო CCDB კოდი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომსახურება ვერ გახდა ხელმისაწვდომი ჩვენი მხარის ბრალით.
• თუ მომხმარებელს ბარათის ვადა ეწურება 30 წლის შესრულების გამო, გადახდილი თანხა არ ექვემდებარება ნაწილობრივ ან სრული თანხის დაბრუნებას
• გადახდისას ტექნიკური შეცდომის შემთხვევაში შესაძლებელია თანხის დაბრუნება 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

თანხმობის გამოხმობის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება შეწყდება ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშლება ან განადგურდება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
ბარათის გაუქმების სურვილის შემთხვევაში უნდა მოგვწეროთ შემდეგ მეილზე: [email protected]. ბარათი გაუქმდება მოთხოვნის დაფიქსირებიდან  10 კალენდარული დღის ვადაში. 


კლასიკური ევროპული ახალგაზრდული ბარათის გაუქმება ავტომატურად იწვევს საიტზე თქვენი პირადი პროფილის გაუქმებას. ბარათის გაუქმების შემთხვევაში ბარათის წლიური საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სერვისის მიუწვდომლობა გამოწვეულია ცენტრის ბრალეულობით.


 დაშვებული და აკრძალული ქცევა
ვებგვერდის გამოყენებისას აკრძალულია:
• ბარათის მონაცემების, CCDB კოდის ან ვაუჩერის მესამე პირზე გადაცემა;
• ყალბი რეგისტრაციის მცდელობა;
• ვებგვერდზე არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის განთავსება;
• სისტემაზე არასანქცირებული წვდომის მცდელობა.
ცენტრს აქვს უფლება შეწყვიტოს სერვისზე წვდომა დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.

 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა (Limitation of Liability)
• ცენტრი არ არის პასუხისმგებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებების შეუსრულებლობაზე, პროდუქტის ან მომსახურების ხარისხზე.
• ცენტრი არ იღებს პასუხისმგებლობას საერთაშორისო ფასდაკლებების გამოყენებისას წარმოქმნილ პრობლემებზე.
• ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ტექნიკური შეფერხებების, ფორს მაჟორის გარემოებების ან ინტერნეტის გაუმართაობის გამო მომხმარებლისთვის მიყენებულ არაპირდაპირ ზიანზე.
• ცენტრი არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდის მუშაობა იქნება უწყვეტი და შეცდომისგან დაზღვეული.

 

ინტელექტუალური საკუთრება

ვებგვერდზე განთავსებული ყველა ტექსტი, ლოგო, დიზაინი, გრაფიკა, მონაცემთა ბაზა და სხვა კონტენტი წარმოადგენს ცენტრის ან მისი პარტნიორი სუბიექტების ინტელექტუალურ საკუთრებას. მათი კოპირება, გავრცელება, შეცვლა, კომერციული გამოყენება ან სხვა სახით გამოყენება დაუშვებელია ცენტრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ნებადართულია მოქმედი კანონმდებლობით.
კანონმდებლობით შებოჭვა
გარკვეულ გარემოებებში, ჩვენ შეიძლება მოგვეთხოვოს თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, თუ ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა.
 


არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები
ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირება და პროფილის შექმნა შეუძლიათ 18 წლიდან 29 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს. ჩვენი სერვისით სარგებლობა არ მოიცავს არასრულწლოვნებს, შესაბამისად, არასწრულწლოვანთა შესახებ მონაცემთა შეგროვება არ ხდება. 
 


ცვლილებების შეტანა წესებსა და პირობებში
ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ ვებგვერდის წესები და პირობები. ჩვენ შეგატყობინებთ ნებისმიერი ცვლილების შესახებ ამ გვერდზე ახალი წესებისა და პირობების გამოქვეყნებით. ბოლო განახლების თარიღი ეწერება წინამდებარე დოკუმენტის დასაწყისში.


 
კონტაქტი
თუ  გაქვთ  შეკითხვები ვებგვერდის წესებთან და პირობებთან დაკავშირებით,  დაგვიკავშირდით:
მეილზე:  [email protected]