imageimageimage
image

Georgia Starts Here

ჩვენ ვარსებობთ, რათა შთაგონება მივცეთ მოგზაურებს და გავუხსნათ საქართველოს ნამდვილი სული — მისი შეუდარებელი პეიზაჟები, მრავალსაუკუნოვანი ისტორია და სიცოცხლით სავსე კულტურა. ჩვენი მისიაა, თითოეულ ადამიანს მივაღებინოთ ავთენტური გამოცდილება, რომელიც უბრალო მოგზაურობას აქცევს დაუვიწყარ ისტორიად — ისტორიად, რომელიც ღირს გაზიარებად. სლოგანი - შესძინე სიცოცხლე შენს ისტორიას.

Georgia Starts Here არის ტურისტული კომპანია, რომელიც ეხმარება სტუმრებს საქართველოს აღმოჩენაში, განსაკუთრებულად შექმნილი ტურების საშუალებით. ჩვენი მარშრუტები მოიცავს როგორც კულტურულ მოგზაურობებსა და ქალაქების შეცნობას, ასევე ბუნებაში გასვლებს. ყოველი ტური გთავაზობთ ნამდვილ გამოცდილებას, რომელიც მოგზაურებს აკავშირებს ქვეყნის ისტორიასთან, ტრადიციებთან და ადამიანებთან. ტურებთან ერთად ჩვენ ვქმნით გზამკვლევებსა და ისტორიებს, რომლებიც საქართველოს უნიკალურ სილამაზეს წარმოაჩენს, რათა თითოეული მოგზაურობა იყოს შთამაგონებელი და დაუვიწყარი.

 

ყოველი მოგზაურობა უბრალოდ გზა არაა – ეს არის გამოცდილებად ქცეული ისტორია. ჩვენ ჩვენი ტურები ხუთ ძირითად ასპექტზე ავაგეთ, რათა თითოეულმა მოგზაურმა მარტივად მიაგნოს საკუთარ იდეალურ არჩევანს:


1. სათავგადასავლო ტურები – შთამბეჭდავი ლაშქრობები, მთის მარშრუტები და აქტიური თავგადასავლები საქართველოს ველურ ბუნებაში.
2. ერთდღიანი ტურები – იდეალური მოკლე გასვლები უძველეს ქალაქებში, წმინდა მონასტრებსა და თვალწარმტაც ღვინის ხეობებში.
3. კულტურული ტურები – აღმოაჩინეთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები, შუასაუკუნეების მღვიმე-ქალაქები და ჩაუღრმავდით ქართულ ტრადიციებს.
4. გასტრო და აგრო ტურები – დააგემოვნეთ ავთენტური ქვევრის ღვინოები, ჩაერთეთ კულინარიულ მასტერკლასებში, შეხვდით ადგილობრივ მეღვინეებსა და ფერმერებს და დატკბით დაუვიწყარი ქართული სუფრით.
5.  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აღმოჩენა – კახეთის მზიანი ვენახებიდან შავიზღვისპირეთის სანაპიროს ხიბლამდე — ერთი ქვეყანა, ორი უნიკალური სამყარო.


MEMO – ბრენდი, რომელიც „Georgia Starts Here“-ის ქვეშ დაიბადა, მიზნად ისახავს საქართველოს სილამაზისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და გაზიარებას უნიკალური, ხელნაკეთი ნამუშევრებით. კოლექციები შთაგონებულია ქართული კულტურითა და ოსტატობით და მოიცავს ტექსტილს, კერამიკას, სამკაულს და ა.შ. ექსკლუზიური, სპეციალურად „Georgia Starts Here“-ისთვის შექმნილი ილუსტრაციები დატანილია ჩანთებზე, მაგნიტებზე, პოსტერებზე, სტიკერებსა და სხვა პროდუქციაზე — ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ საიტზე memories.ge, ასევე მაღაზიაში (კოტე აფხაზის 31).


ვისთვისაა ჩვენი სერვისები/პროდუქტები?


- უცხოელი ტურისტებისთვის, რომლებსაც სურთ საქართველოს კულტურის საფუძვლიანი შესწავლა. 
- ადგილობრივი მოგზაურებისთვის, რომელთაც სურთ ახალი მიმართულებების აღმოჩენა ქვეყნის ფარგლებში.
- კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ ჩვენთან კორპორატიული ტურების, ღონისძიებების ან კულტურული პროექტებისთვის.

image
Georgia Starts Here
address

მისამართი

ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N3
phone

ტელეფონის ნომერი

10:00 - 18:00+995 557 63 93 98
mail

ელ-ფოსტა

[email protected]