
ლინგოსთარი
საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდებში საერთაშორისო ღირებულებებისა და უნივერსალური უნარების განვითარება, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ინტეგრირდნენ გლობალურ აკადემიურ და კულტურულ სივრცეში.„Lingostar“ არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს ინგლისური ენის სწავლას და საერთაშორისო მასშტაბის ინტელექტუალურ პროექტებში მონაწილეობას. ყველასთვის ხელმსაწვდომ ონლაინ ოლიმპიადას ინგლისურ ენაში, ორგანიზაციის საქმიანობა მიზნად ისახავს კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერობის უნარების განვითარებას, ასევე ახალგაზრდების ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.
„Lingostar“ ემსახურება ახალგაზრდებში საერთაშორისო ღირებულებების შექმნასა და ინგლისური ენის სწავლების ხარისხის ამაღლებას. ორგანიზაციის საქმიანობა ორიენტირებულია როგორც ზოგად განათლებაზე, ისე ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების გლობალურ ინტეგრაციასა და პიროვნულ განვითარებას.
ლინგო სთარის ინგლისური ენის სკოლა სთავაზობს ფართო არჩევანს: ზოგად და სასაუბრო ინგლისურს, ბიზნეს ინგლისურს, სასერტიფიკატო კურსებსა და სპეციალიზებულ პროგრამებს სხვადასხვა ასაკისა და მიზნების მქონე მსმენელებისთვის. სასწავლო პროცესში ჩართულნი არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პედაგოგები, რაც ქმნის მრავალფეროვან სასწავლო გარემოს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის შედეგს.
ორგანიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინგლისური ენის საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელიც უკვე მესამე სეზონია წარმატებით ტარდება და აერთიანებს საქართველოს მასშტაბით ათასობით სკოლის მოსწავლეს. ოლიმპიადის მიზანია მოზარდებში კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარების განვითარება. პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა არაერთი გამარჯვებული, რომლებმაც სრული დაფინანსებით მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო პროგრამებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და დუბაიში.
„Lingostar“-მა ამ დროის განმავლობაში 15,000-ზე მეტი ახალგაზრდა გააერთიანა ინგლისური ენის გარშემო, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიღწევას წარმოადგენს.
ორგანიზაციის ბენეფიციარები ოლიმპიადაზე არიან სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ინტერესდებიან ინტელექტუალური კონკურსებით, ხოლო ინგლისური ენის სკოლაში მიიღება ნებისმიერი ასაკის პირი, რომელსაც სურს ინგლისური ენის შესწავლა მაღალი სტანდარტების შესაბამისად.
