
Global Tech Weekend Tbilisi
Global Tech Weekend Tbilisi 2026 კავკასიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური მოძრაობაა, სადაც სამი დღის განმავლობაში თავს მოიყრის 10 000-ზე მეტი მონაწილე, 200-ზე მეტი სპიკერი და 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. GTW Tbilisi გაიმართება 19-21 ივნისს, Factory Tbilis-ში.
GTW Tbilis-ის ფარგელბში შესაძლებლობა გექნებათ:
- დაესწროთ Keynote და პანელურ დისკუსიებს;
- ინდუსტრიის ლიდერებთან მოისმინოთ სხვადასხვა ტიპის სემინარები და მონაწილეობა მიიღოთ სამუშაო შეხვედრებში;
- მოუსმინოთ სტარტაპების პრეზენტაციებსა და გამოფენას;
- შეხვდეთ ინვესტორებსა და მონაწილეობა მიიღოთ მაღალი დონის networking-ში;
- დაესწროთ 80-ზე მეტ Side event-ს ქალაქის სხვადასხვა სივრცეში
GTW Tbilis-ზე განხილული თემები: ხელოვნური ინტელექტი, ფინანსური ტექნოლოგიები, Web3, ციფრული მარკეტინგი, ვებ-დეველოპმენტი, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები, გეიმინგი, კარიერული განვითარება და სხვა.
GTWT მხოლოდ კონფერენცია არ არის - ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ადამიანები, იდეები და შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენი რეგიონის ტექნოლოგიურ მომავალს ქმნიან.
