
skiclub GE
ყველა მწვერვალს ზემოთ სიმშვიდეაგაერთიანება skiclub GE ორგანიზებას უწევს მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის ზამთარში სათხილამურო და ზაფხულში სალაშქრო ბანაკების მოწყობას. ასევე ტურისტული მარშრუტების კვლევას, ფორმირებას და გიდების მომსახურებას.
ბაკურიანში დაფუძნებული მთის კლუბი 2005 წლიდან ოპერირებს ზამთრის კურორტებზე, ორგანიზებას უწევს ზამთრის და ზაფხულის ბანაკებს მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის.
ორგანიზაცია ასევე აწარმოებს საფეხმავლო და სათხილამურო ტურებზე გიდების მომსახურებას კავკასიონის ყველაზე საოცარი პეიზაჟების აღმოსაჩენად.
სამთო სათხილამურო სკოლა „სკინანე“ გთავაზობთ ჯგუფურ სათხილამურო გაკვეთილებს 6-10, 8-12 წლის ბავშვებისთვის. ასევე სათხილამურო კურსებს ახალგაზრდებისთვის და ზრდასრულებისთვის.
მომხმარებლები იყოფა სამ ჯგუფად: დამწყები კურსები, საშუალო დონის მოთხილამურეები, მოთხილამურეები - რომლებსაც სჭირდებათ ვარჯიში და თხილამურებით სრიალის ტექნიკის გაუმჯობესება.
ზამთრის სეზონზე ჩვენს მიერ ორგანიზებულ სამთო სათხილამურო ბანაკებში მონაწილეობას იღებს 300 მდე მოზარდი და ახალგაზრდა.
ზაფხულის ბანაკებში მონაწილეობს საშუალოდ 80 მოზარდი და ახალგაზრდა.
სათხილამურო კურსები:
2-3 საათიანი ინდივიდუალური ან ჯგუფური სათხილამურო კურსი.
მომხმარებლები იყოფიან სამ ჯგუფად:
1. საბაზისო - დამწყებებისთვის, რომლებიც პირველად დადგნენ თხილამურზე, სკოლასთან ახლოს სპეციალურად განკუთვნილ ფერდობზე დამონტაჟებულია ბიგელის ტიპის საბაგირო.
2. საშუალო დონის მოსრიალეები - რომლებსაც პირველი, საბაზისო ეტაპი უკვე გავლილი აქვთ ნაწილდებიან ჯგუფებად მთაზე სხვადასხვა სირთულის ტრასებზე.
3. მოსრიალეები - რომლებიც ფლობენ თხილამურს და სჭირდებათ ვარჯიში და სრიალის ტექნიკის დახვეწა.
თოვლის ფეხსაცმლით ლაშქრობის შესახებ:
თოვლის ფეხსაცმელი (Snowshoes) არის სპეციალიზირებული გარე აღჭურვილობა თოვლზე სიარულისთვის. მათი დიდი სიბრტყე ანაწილებს მომხმარებლის წონას და საშუალებას აძლევს მათ იმოგზაურონ ჩაფლობის გარეშე გაუკვალავ თოვლში.
SNOWSHOEING ლაშქრობის ფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ ზამთრის საოცრებათა ქვეყანა, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ფეხით სიარულით ან თხილამურებით სრიალისას.
ეს შესანიშნავი გზაა საქართველოს თოვლით დაფარული ტყეების, ჭაობებისა და უძველესი სოფლების შესასწავლად.
ზამთრის თოვლიან რელიეფზე შესაძლებელი ხდება ყველაზე მიუვალ ადგილებში სეირნობა, რადგან მარშრუტები რომელიც გაუვალია ზაფხულში ბარდნარის ან ხევების გამო გლუვი თოვლით იფარება ზამთარში და თოვლის ფეხსაცმლის სპეციალური ფორმის მეშვეობით თქვენ არ ეფლობით გაუკვალავ თოვლში. მსუბუქად შეძლებთ ზამთრის ზღაპრული სამყაროს დალაშქრვას.
ლაშქრობის ეს ფორმა გამოცდილებას არ მოითხოვს.
ფიზიკური დატვირთვა და მარშრუტის ხანგრძლივობა და სირთულე მორგებულია ტურის მონაწილეებზე
საშუალო სირთულის მარშრუტი მოიცავს 3-5 კილომეტრს (დაახლოებით 3-4 საათი)
