imageimageimage
image

სპარი

გახადე ყოველი დღე უკეთესი

1932 წელს, ჰოლანდიაში ადრიან ვალ ველის მიერ დაარსებული კომპანია SPAR მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელად იქცა. SPAR 1990-ან წლებში ევროპის საზღვრებს გასცდა და დღემდე აგრძელებს გაფართოებას.

 

ამჟამად, SPAR International 4 კონტინეტზე, მსოფლიოს 44 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ფლობს 12,500 მაღაზიას და 200 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. SPAR ყოველდღიურად 13 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. გამოცდილებისა და SPAR-ში მომუშავე თითოეული ადამიანის დამსახურებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მუდმივად უპასუხოს ახალ გამოწვევებს. განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია გაფართოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

დეილი ჯგუფი საქართველოში “SPAR”-ის სავაჭრო ნიშნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მფლობელია და უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდის Spar International-ის გლობალური ოჯახის ნაწილს წარმოადგენს.

 

SPAR თქვენზე მორგებული მაღაზიათა ქსელია. ჩვენი უმთავრესი ფილოსოფია მომხმარებელზე ზრუნვა და მათი მოლოდინის გამართლებაა. გვეამაყება, რომ მსოფლიოს უდიდეს მაღაზიათა ქსელს წარმოვადგენთ საქართველოში. ჩვენ გვესმის თითოეული მომხმარებლის რეალური საჭიროებები. ჩვენ უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციას.

 

ჩვენი, “SPAR GEORGIA”-ს მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ უკეთესი სავაჭრო ადგილი, უკეთესი პროდუქცია და ინდივიდუალური, მასზე მორგებული მომსახურება. SPAR - თქვენს მახლობლად მდებარე მაღაზია, რომელიც ყოველთვის ღიაა, გელით ახალი, ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქციით!

 

SPAR - თქვენზე მორგებული!

🌐 ვებგვერდი: www.spargeorgia.com

image
სპარი
address

მისამართი

თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა 40
phone

ტელეფონის ნომერი

24/7032 230 20 30
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
instagram logofacebook logotiktok logo