თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი
ცურვა, წყალბურთი, ჭიდაობა, ხრიდოლი, აღმოსავლური ორთაბრძოლები, კრივი, რაგბი, აკვა-აერობიკა და სხვაა(ა)იპ - ქალაქ თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის მისია არის საწყლოსნო და სხვა სპორტული მიმართულებების, ასევე
ცხოვრების ჯანსაღი წესის, აქტიური დასვენების პოპულარიზაცია და განვითარება მოსახლეობის ფართო მასებში.
ორგანიზაციის მიზანია მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება, რათა ყოველთვის თანხვედრაში იყოს თანამედროვე სტანდარტებთან, სერვისის მომხმარებელთა კმაყოფილების დონის გაზრდა და სრულფასოვანი გარემოს შექმნა.
ორგანიზაცია ორიენტირებულია მომხმარებელთა ინტერესებისა და უმაღლესი ხარისხის, კომფორტულ და ჯანსაღ გარემოში სხვადასხვა სპორტული აქტივობებითა და მოსახლეობის ფიზიკურ და გონებრივ გაუმჯობესების უზრუნველყოფაზე.
დაწესებულების საქმიანობის ამჟამინდელი მიმართულებებია: ცურვა, წყალბურთი, ჭიდაობა, ხრიდოლი, ფიტნესი, აღმოსავლური ორთაბრძოლები, კრივი, რაგბი, აკვა-აერობიკა.
ფილიალის მისამართები:
1. გლდანის სპორტული კომპლექსი - თბილისი, გლდანის V მ/რ, ილია ვეკუას 127;
2. ნაძალადევის სპორტული კომპლექსი - თბილისი, ზღვისუბანი, XI მ/რ, II კვარტ;
3. მუხიანის რაგბის კომპლექსი - თბილისი, მუხიანის IVმ/რ-სა და მუხიანის საცხ. რ-ნის მიმდ;
4. კულა გლდანელის ჭიდაობის დარბაზი - თბილისი, სოფ. გლდანი;
თბილისის გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი
მისამართი
ელ-ფოსტა