GPI ჰოლდინგი ევროპული ახალგაზრდული ბარათის მფლობელებს სთავაზობს 5%-იან ფასდაკლებას საქართველოში შემომსვლელი ტურისტების სავალდებულო დაზღვევაზე (Tourist Mandatory).
2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულოა. პოლისის შეძენა ონლაინ შეუძლია როგორც თავად ტურისტს, ისე ნებისმიერ პირს ან კომპანიას, რომელიც ტურისტის ან ვიზიტორთა ჯგუფის საქართველოში სტუმრობას გეგმავს.
რა სერვისებს მოიცავს Tourist Mandatory პოლისი?
- სასწრაფო სამედიცინო დახმარება
- გადაუდებელი ამბულატორია
- გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია
- გადაუდებელი სტომატოლოგია
- რეპატრიაცია
ფასდაკლების მისაღებად საჭიროა ვაუჩერის კოდის განაღდება ამავე გვერდზე და მიღებული კოდის შეყვანა ჩექაუთის ეტაპზე GPI-ის ვებსაიტზე, ბმულზე: Tourist Mandatory - შეიძინე ონლაინ
დამატებითი დეტალები პოლისის შესახებ იხილეთ ბმულზე: Tourist Mandatory - GPI Holding
📞 +995 032 2 605 111
