.webp&w=3840&q=75)
ა(ა)იპ თბილისის მუზეუმების გაერთიანება
მუზეუმების გაერთიანების მისია ეფუძნება ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობისა და საგანმანათლებლო ფუნქციის სინთეზს. ამ პროცესში, სამუზეუმო კოლექციებთან ერთად, დამთვალიერებელი განიხილება როგორც მუზეუმის საქმიანობის ცენტრალური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პრიორიტეტი.თბილისის მუზეუმების გაერთიანების შესახებ
2016 წლიდან, თბილისის „მუზეუმების გაერთიანება“ თბილისის ცხრა მუზეუმისაგან შემდგარ ერთიან ინსტიტუციას წარმოადგენს, რომლის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმების უმრავლესობა მრავალი წელია არსებობს და ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დამცველად გვევლინება.
თბილისის მუზეუმების გაერთიანება აქტიურად ახორციელებს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საგამომცემლო საქმიანობას, აგრეთვე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის გაერთიანებაში შემავალი მემორიალური მუზეუმების რეაბილიტაციასა და მათი საექსპოზიციო სივრცეების მოწყობას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საგანმანათლებლო სერვისები
დღეისათვის თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში მოქმედებს 40 სახეობის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე აუდიტორიისთვის და ხორციელდება როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში განხორციელებული პროგრამების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს წარმოადგენს ექსპონატებისა და სამუზეუმო კონტექსტის ვიზუალური პოტენციალის წარმოჩენა.
სამუზეუმო განათლების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების ინტეგრირებულ სწავლებას მუზეუმის სივრცეში, ისე ამ პროცესში მუზეუმის მრავალფეროვანი ფონდების აქტიურ გამოყენებას.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამები მიმართულია მრავალფეროვან აქტუალურ თემებზე და სცდება სახლ-მუზეუმებისა თუ მემორირებულ პირთა ბიოგრაფიული ისტორიების ჩარჩოებს.
აუდიოგიდი
თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში (ქ. თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმი; ქ. თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი; ქ.თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი) ორენოვანი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიო გიდის სისტემა ფუნქციონირებს. ახალი ტექნოლოგიები, სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას და დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს. აუდიო გიდების მეშვეობით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ ენაზე ინდივიდუალურად წარმართოს სამუზეუმო ტური.
აბონემენტი
თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში სააბონენტო სისტემა მოქმედებს. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიძინოს აბონემენტი სამი, ექვსი ან თორმეტი თვის ვადით. აბონემენტი ორი სახისაა:
- დამთავლიერებლის აბონემენტი;
- საგანმანათლებლო პროგრამების აბონემენტი.
აბონემენტის ყიდვის შემთხვევაში მოქმედებს 1+1 სისტემა, ანუ მფლობელს შეუძლია თანმხლებ პირთან ერთად ეწვიოს როგორც თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ მემორიალურ სახლ-მუზეუმებს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებს.
დამთავლიერებლის აბონემენტის შეძენით შესაძლებელია 9 მემორიალური სახლ-მუზეუმის დათვალიერება, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების აბონემენტის შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია დაესწროთ 33 სხვადასხვა დასახელების საგანმანათლებლო პროგრამას სკოლამდელი, სასკოლო ასაკისა და ზრდასრულებისთვის, რომელიც შემეცნებითთან ერთად ინტერაქტიულია და ცოდნასთან ერთად სხვადასხვა უნარჩვევის გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა.
აბონემენტის გამოყენება შესაძლებელია კვირაში 7 დღე, დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მაღაზია
გამოცემებისა და სუვენირების შეძენა შესაძლებელია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმების მაღაზიებში.
საზიარო სამუშაო სივრცე
საზიარო სამუშაო სივრცე განთავსებულია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის ნულ სართულზე.
უფასო წვდომა ინტერნეტზე
მუზეუმებში ფუნქციონირებს უფასო ინტერნეტი.

მუზეუმების გაერთიანება
მისამართი
ელ-ფოსტა