imageimage
image

ა(ა)იპ თბილისის მუზეუმების გაერთიანება

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ასახავს მეცხრამეტე საუკუნის ისტორიას, განმანათლებლობის ეპოქას, ურბანულ და არქიტეტურულ კონტექსტს, სახელმიფოებრიობის ისტორიას. ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლას, მედია თვაისუფლების და სხვადასხვა ინსტიტუციების დაარსებასა და განვითარებას.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების შესახებ

თბილისის მუზეუმების გაერთიანება დაარსების დღიდან ცდილობს შეცვალოს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დამკვიდრებული წესი და მუზეუმები აქციოს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი რესურსების ცენტრებად. 


მუზეუმების გაერთიანება უწყვეტად მუშაობს სამეცნიერო, ორენოვან საერთაშორისო გამოცემებზე, რაც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის დაინტერესებული პირებისათვის თბილისის მუნიციპალიტეტის მუზეუმებში მემორირებული პირებისა თუ დაცული ექსპონატების მნიშვნელობას ქართული თუ მსოფლიო კულტურისათვის.

  
თბილისის მუზეუმების გაერთიანების შემადგენლობაში არსებული სახლ - მუზეუმები სხვადასხვა თემატური და მნიშვნელოვანი ასპექტებითაა წარმოდგენილი და მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ჰყვება საქართველოს ისტორიისა თუ ქვეყნის როლის შესახებ ადგილობრივ თუ მსოფლიო კონტექსტში. 


სახლ-მუზეუმების მემორირებული პირები აერთიანებენ სხვადასხვა ეპოქებს, სხვადასხვა სფეროს და სოციო-კულტურულ მნიშვნელოვან მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა პერიოდის დამოკიდებულება და კულტურის პოლიტიკის მართვის სტილი სრულად იყო ასახული წარმოდგენილ ექსპოზიციებსა და საგამოფენო თემატიკაში.

image
მუზეუმების გაერთიანება
address

მისამართი

დავით აღმაშენებლის გამზირი №103, თბილისი 0112
phone

ტელეფონის ნომერი

10:00 – 18:300322 30 50 01
mail

ელ-ფოსტა

[email protected]