ა(ა)იპ ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე
წარმატება იწყება აქახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შესახებ
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეროვნული სასახლე არის 83 წლის ისტორიის მქონე კულტურული და არაფორმალური განათლების ცენტრი.
სასახლე განთავსებულია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის სტატუსისა და 200 წლიანი მდიდარი ისტორიის მქონე არქიტექტურულ კომპლექსში.
სასახლის ისტორიულ დარბაზებში ტრადიციულად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, კონცერტები, ფესტივალები, კონფერენციები და შეხვედრები. 2018 წლიდან სასახლეში გაიხსნა მუზეუმი, რომელიც ღიაა თბილისის სტუმრებისა და დამთვალიერებლისათვის. 2019 წელს ეროვნული სასახლის ბაზაზე შეიქმნა გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრიც.
ეროვნული სასახლის სასწავლო ცენტრის წრეებსა და კლუბებში ყოველწლიურად 5000-მდე ბენეფიციარი იღებს განათლებას, ხოლო 30 000-მდე ახალგაზრდა კი ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ერთჯერადი სერვისებით სარგებლობს.