
მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება
ბიბლიოთეკები, საერთო სამუშაო სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები, საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტებიმედიათეკების შესახებ
თბილისის მედიათეკები კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ყველა ასაკის მომხმარებელს სთავაზობს ხელმისაწვდომობას მდიდარ ბიბლიოთეკაზე, უზრუნველყოფს მყუდრო სამუშაო და სამეცადინო გარემოს და ახორციელებს საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს როგორც ბავშვების, ისე მოზრდილთათვის.
თბილისის მედიათეკები მომხმარებელს სთავაზობს სტაციონარული
კომპიუტერებით, საერთო სამუშო სივრცითა და ბიბლიოთეკებით სარგებლობას. ჩვენი ბიბლიოთეკები მდიდარია ქართული და უცხოენოვანი თანამედროვე და კლასიკური წიგნებით. შესაძლებელია წიგნების როგორც გატანა (ათი დღის ვადით), ისე ადგილზე გამოყენებაც.
მედიათეკებში ცალკეა გამოყოფილი საბავშვო სივრცეები, სადაც პატარა მკითხველს შეუძლია წაიკითხოს, დაესწროს სპეციალურად მათთვის განხორციელებულ პროექტებს, გაერთოს და შეიძინოს ახალი მეგობრები.
მედიათეკების ერთთვიანი აბონემენტის საფასურია 20 ლარი, ხოლო სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის მოქმედებს ხუთლარიანი ფასდაკლება. შესაძლებელია ერთჯერადი საშვის შეძენაც.
მისამართები
საბურთალოს რაიონი — ვაჟა-ფშაველას გამზ. №99
დიდუბის რაიონი — გრ. რობაქიძის გამზ. 1, კვ. 3, ბ კორპ.
ვაკის რაიონი — ჭავჭავაძის გამზ. №24
გლდანის რაიონი — გლდანი VIII მ/რ, 23 კორპ.
კრწანისის რაიონი — გორგასლის №37
სამგორის რაიონი — ლილოს დას., 2 კვ., კორპ. №8
საბურთალოს რაიონი — კ. გამსახურდიას გამზ. №31
ვაკის რაიონი — ილია ჭავჭავაძის გამზ. №76
ნაძალადევის რაიონი — ცოტნე დადიანის 164 (ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკი)
სამგორის რაიონი — ვიქტორ კუპრაძის ქ. 2
საბურთალოს რაიონი — დემეტრე თავდადებულის 18ა
ნაძალადევის რაიონი — თემქის დასახლება, 11 მ/რ, 3 კვარტლის მიმდებარედ
ჩუღურეთის რაიონი — ტოვსტონოგოვის №2
სამგორის რაიონი — სესილია თაყაიშვილის 27

მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება
მისამართი
ელ-ფოსტა