imageimageimage
image

თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება

სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება 2022 წელს ჩამოყალიბდა და ქვეყანაში არსებულ ხუთ - (თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, ახალციხის, გურჯაანის) პროფესიულ სახელმწიფო თეატრს აერთიანებს.

 

გაერთიანებაში შემავალი ხუთივე თეატრი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი კულტურულ - საგანმანათლებლო კერებია მთელს ქვეყანაში. თეატრები თავისი არსებობისა და განვითარების მანძილზე ყოველთვის ასრულებდნენ მათდამი დაკისრებულ ეროვნულ მისიას, რაც უპირველეს ყოვლისა მომავალი თაობების ესთეტიკურად აღზრდას, მათი ცნობიერების ამაღლებასა და ჩამოყალიბებას გულისხმობს.

 

გაერთიანების არსებობა და ფუნქციონირება სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თავისი მრავალფეროვანი სარეპერტუარო პოლიტიკითა და მოზარდი მაყურებლის სხვადასხვა სეგმენტის მხატვრული მოთხოვნილებების გათვალისწინებით ქმნის შესაბამის პროდუქციას - წარმოდგენებს.

 

გარდა ადგილობრივი მაყურებლისა, გაერთიანება წარმატებით ახორციელებს მრავალ საერთაშორისო გასტროლს და ამ თვალსაზრისით ეფექტურად ასრულებს ქვეყნის კულტურული პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რაც ქართული კულტურის მსოფლიო კულტურებთან ინტეგრაციის პროცესს გულისხმობს. ასევე  გაერთიანების საქმიანობა ქართული, უცხოური, საბავშვო და კლასიკური ლიტერატურის მხარდაჭერას, მის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

📍 მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თბილისი – დავით აღმაშენებლის გამზირი 136
ტელ: +995 555 46 53 83
ელფოსტა: [email protected]

 

ქუთაისი – წმინდა ნინოს ქუჩა 9
ტელ: +995 0322 245205
ელფოსტა: [email protected]

 

ახალციხე – კოსტავას ქუჩა 18
ტელ: +995 577 62 77 96
ელფოსტა: [email protected]

 

ბორჯომი – კოსტავას ქუჩა 3
ტელ: +995 595 75 26 62
ელფოსტა: [email protected]

 

გურჯაანი – თამარ მეფის ქუჩა 16
ტელ: +995 568 32 02 01
ელფოსტა: [email protected]

 

🕒 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30; შაბათი-კვირა: 09:30-14:00

image
თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანება
address

მისამართი

დავით აღმაშენებლის გამზირი 136
phone

ტელეფონის ნომერი

09:30 - 18:30+995 555 46 53 83
mail

ელ-ფოსტა

[email protected]
instagram logofacebook logotiktok logo